მთავარისიახლეებისამართალიდამნაშავე არ არის, მაგრამ დამნაშავეა - ალოგიკური მინისტრი ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ

დამნაშავე არ არის, მაგრამ დამნაშავეა – ალოგიკური მინისტრი ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ

Published on

 

ევროსასამართლო საქმეზე ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ განცხადებას 14 ივნისს გამოქვეყნებს, როგორც "აიპრესთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, ევროსასამართლოს შეფასება იქნება ადექვატური და სამართლიანი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილადაა პოლიტიკური პატიმარი და იმედოვნებს, რომ ამ შეფასება საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს. 

„ვიმედოვნებ, რომ ევროსასამართლოს აქვს მიღებული ადექვატური და სამართლიანი გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მე მაქვს ასეთი მოლოდინი. 
თუ კი ევროსასამართლო ასეთ შეფასებას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს ამით“,-განაცხად სერგო რატიანმა. 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს, რადგან, მინისტრის განმარტებით, მერაბიშვილი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, არამედ ის სასჯელს იხდის და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება არ იგეგმება. 

„ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე არის რაიმე არაჩვეულებრივი, ან ისეთი ექსტრაორდინალური, რომელიც მოითხოვდა ზეპირი განხილვის მოთხოვნას სტრასბურგში, ეს არის ერთი რიგითი პატიმრის რიგითი საჩივარი, ამიტომ, მე არ მომითხოვია ზეპირი განხილვა, ეს იქნებოდა რესურსის ზედმეტი ხარჯვა.

ხვალ გამოდის გადაწყვეტილება. არ ვიცით, რა თქმა უნდა, წინასწარ, რა იქნება გადაწყვეტილებაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილი, როგორც სხვა პატიმრები, მისი პოლიტიკური გუნდიდან, რამდენიმე მათგანი ახლა უკვე აღარ არის, წინასწარ პატიმრობაში, ისინი იხდიან სასჯელს და კონკრეტულად ბატონი ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში არ იგეგმება მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, ამაზე ხვალინდელი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერ იმოქმედებს”, – აღნიშნა წულუკიანმა.

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...