მთავარისიახლეებისამართალისაპარლამენტო უმრავლესობაში რუსთავი 2 -ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

საპარლამენტო უმრავლესობაში რუსთავი 2 -ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

Published on

ტელეკომპანია რუსთავი-2თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელია გამორიცხავს სასამართლო გადაწყვეტილებაში ხელისუფლების ჩარევას და ამბობს, რომ ნორმალურია, როდესაც გადაწყვეტილების შემდეგ მოდავე მხარეებს შორის ერთი მხარე უკმაყოფილოა.

„ჩვენ სასამართლოს ვერ მივუთითებთ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.  თუ საქმე არ სრულდება მორიგებით, ასეთ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, როდესაც მეორე მხარე უკმაყოფილოა სასამართლო გადაწყვეტილებით. ასეთ შემთხვევაში რა არის შემდეგი ეტაპი, ეს არის კიდევ ერთი ინსტანცია, რომელიც არსებობს საქართველოში, ეს არის უზენაესი სასამართლო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ხელისუფლების ინტერესშია არ მოხდეს ტელეკომპანია რუსთავი2-ის მენეჯმენტის და სარედაქციო პოლიტიკის ხელშეშლა. „ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების ინტერესშია თქვენი ტელეკომპანიის მენეჯმენტი, თქვენი ტელეკომპანიის სტრატეგია, ოპოზიციური განწყობა არ იყოს რაიმე ფორმით ხელშეშლილი და თუ ამისთვის რაიმე ტიპის გარანტიები იყო საჭირო და პირველ რიგში, ფინანსურ გარანტიებზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, მან თქვა, რომ მზად იყო ამ ნაბიჯის გადასადგმელად,“-აცხადებს იგი. 

 საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა  განაცხადა, რომ არ ხდება შეტევა, სასამართლო არის თავისუფალი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. იგი გამორიცხავს პროცესებში ყოფილი პრემიერის ჩართულობას . „პირიქით არის, ბიძინა ივანიშვილი, მეც მაგალითად მოსურნე ვარ იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა მე არ მომწონს, რომელსაც რუსთავი 2 ახორციელებს, არც ქიბარ ხალვაშის მესაკუთრეობის დროს რომ ატარებდა, ის სარედაქციო პოლიტიკა მომწონს, საჭიროა, რომ ეს ტელევიზია შენარჩუნდეს, რადგან თავისუფლებაა ჩვენთან და სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიბღალოს,“ – განაცხადა მან.

 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...