მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დარწმუნებულები ვართ, საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება,“ - კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

“დარწმუნებულები ვართ, საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება,“ – კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

Published on

 საქართველოს პრემიერი ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო Rooms-ში მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილსთვის ვილზალიერბალიზაციის მოლოდინებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანას ყველა დავალება შესრულებული აქვს და პოზიტიური მოლოდინები აქვს ამ მიმართულებით. „საქართველომ შეასრულა ყველა დავალება, შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი, დავაკმაყოფილეთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კრიტერიუმები და მომზადდა დადებითი ანგარიში. ახლა ვიმყოფებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ჩვენ გვჭირდება ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის თანხმობა. გვესმის, თუ რა გამოწვევის წინაშეა ევროპა მიგრანტების კრიზისის, რეფერენდუმების გამო. მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე და საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...