მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკის ე.წ. სამხედრო ჩასახლების მიმდებარე დაჭაობებული ადგილები კოღოს საწინააღმდეგო ბიოპრეპარატებით დამუშავდება

სენაკის ე.წ. სამხედრო ჩასახლების მიმდებარე დაჭაობებული ადგილები კოღოს საწინააღმდეგო ბიოპრეპარატებით დამუშავდება

Published on

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაფინანსებით, ჩასახლებაში არსებულ 30-ვე კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების კორპუსების სახურავებისა და იატაკების გამოცვლის სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და მისი ღირებულება 558 000 ლარს შეადგენს. 
 გარდა ამისა, უკვე მომზადებულია აღნიშნულ დასახლებაში ცენტრალური კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის პროექტი.

სენაკში არსებულ ე.წ. სამხედრო ჩასახლებასთან ახლოს დაჭაობებული ადგილები მდებარეობს, სადაც ზაფხულის სეზონზე მასიურად აღინიშნება კოღოს გავრცელება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, აღნიშნული ტერიტორია, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...