მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენად დაგვაახლოებს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ივანიშვილის კერძო ჰესის მშენებლობა ,,უფრო სუფთა,...

რამდენად დაგვაახლოებს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ივანიშვილის კერძო ჰესის მშენებლობა ,,უფრო სუფთა, უფრო მწვანე, უფრო გონივრულ” სამყაროსთან?

Published on

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ბოტანიკურ ბაღთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი  თქმით, ბოტანიკურ ბაღში იგეგმება ასევე კაშხლის მშენელობა. მელიას თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში ივანიშვილის რეზიდენციას და ტელეკომპანია GDS-ს ელექტროენერგიის მომარაგების უფასო წყარო ექნებათ.

”ნაციონალური მოძრაობის”  ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და თბილისის მერ დავით ნარმანიას აღნიშნულზე ახსნა-განმარტებას სთხოვს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები დილიდან აანონსებდნენ, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებასა და ამ ტერიტორიებზე პროექტების განხორციელებასთანდაკავშირებით ახალ გარემოებებზე ისაუბრებდნენ და   საზოგადოებას გააცნობდე ახალ დოკუმენტებს , რომელშიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიების გასხვისების ახალ ფაქტებზეა საუბარი, მაგრამ ინფორმაციამ ბაღის ტერიტორიაზე  კაშხლისა და ჰესის მოწყობის გეგმის შესახებ მოლოდინს გადააჭარბა.

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძის განცხადებით,    ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტები საზოგადოების ინტერესს არ ითვალისწინებს. “მაშინ, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, მოსახლეობას უმტკიცებს, რომ მათი ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, რომ ელიტური კორუფცია აღმოიფხვრა, საწინააღმდეგოს ნათელი მაგალითია ბოტანიკური ბაღის ისტორია, რომელიც ივანიშვილმა სწორედ ჩინოვნიკების გამოყენებით და სწორედ ხალხის ხარჯზე, საკუთარ პირად ქონებად აქცია. ბოტანიკური ბაღის პირადი მიზნებისთვის გამოყენება გრძელდება “- განაცხადა მან.

მართლაც პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ და სხვა მსგავსი ფაქტების ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი   გარემოს დაცვითი საკითხებს ხელისუფლების ერთერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს .

”საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა”,ეს კიდევ უფრო დაგვაახლოვებს  ,,უფრო სუფთა, უფრო მწვანე, უფრო გონივრულ” სამყაროსთან და სასარგებლო იქნება ჩვენი მომავალი თაობებისა და ჩვენი კეთილდღეობისთვის", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა   მინისტერიალზე "გარემო ევროპისთვის" , რომელიც დღეს გაიხსნა ბათუმში. მინისტერიალს 56 ქვეყნის 600-მდე დელეგატი ესწრება.

რამდენად ჯდება ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის დაუოკებელი სწრაფვა ბოტანიკური ბაღის  დაუფლებისაკენ ცალკე საკითხია

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...