პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს მოაწერს ხელს პრეზიდენტის განკარგულებას ,,არჩევნების დანიშვნის შესახებ”

0
409

 პრემიერ-მინისტრი  სავარაუდოდ დღეს მოაწერს ხელს პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემულ განკარგულებას. ამ რამდენიმე დღის წინათ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს  რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ მთავრობამ მოიწონ”არჩევნების დანიშვნის შესახებ” პრეზიდენტის განკარგულება და მას პრემიერი ხელს 8 ივნისისათვის  მოაწერს.

 კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება ”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე – 8 ივნისიდან გადავიდეს. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ახალი განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა.

წინა სტატია“ის უნდა გადმოგვეცეს და გასამართლდეს ქართული მართლმსაჯულებით” – საგარეო საქმეთა სამინისტრო გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესახებ
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა სტატუსის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური