მთავარისიახლეებისაზოგადოება"მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში,"-ნიკა გვარამია

“მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში,”-ნიკა გვარამია

Published on

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობას ეხმაურება. მისი თქმით ამ ფაქტით დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი პარლამენტმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიიღო.„ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს კანონი რუსთავი 2-ის საქმის გამო არის მიღებული. პირდაპირ მიბმული იყო ჩვენს პროცესზე და ღამე შეიკრიბა პარლამენტი მას მერე,  რაც ნახეს, რომ ჩვენი პროცესი ისე არ მიმდინარეობდა როგორც მათ სურდათ. მართალია მერე იმ მოსამართლეებს, რომლებიც იხილავდნენ ჩვენს საქმეს ყველაფერი გააკეთებინეს, რაც შესაძლებელი იყო, მაგრამ დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით. მაგრამ არაუშავს, მოსამართლე ტურავა, რომ ხელისუფლების დესანტია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ ეს ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ არის კიდევ 8 მოსამართლე და ჯერჯერობით ამ სასამართლომ გაუძლო განსხვავებით საერთო სასამართლოებისგან, ყველანაირ ზეწოლას, რომელსაც ხელისუფლება მასზე ახორციელებს. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ფუნქციონირებს დემოკრატიის დასაცავად ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განხილვის თხოვნით პლენუმს მიმართა.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...