მთავარისიახლეებისამართალისასამართლო ცდილობს 8 ივნისამდე გამოიტანოს გადაწყვეტილება

სასამართლო ცდილობს 8 ივნისამდე გამოიტანოს გადაწყვეტილება

Published on

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი  ვარაუდობს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანს. უდუმაშვილი  დღეს მოსამართლეთა იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომაზე არც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი და არც ტელეკომპანიის ადვოკატები არ დაუშვეს. მისი თქმით, სასამართლო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სააპელაციო განხილვა და განაჩენი 8 ივნისამდე დადგეს.

"რა თქმა უნდა, პროცესები იქით მიმდინარეობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სააპელაციო განხილვა. სასამართლო ცდილობს,8 ივნისამდე გამოიტანოს გადაწყვეტილება და დღეს ან ხვალ ალბათ გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას. წინა პროცესიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ , პრაქტიკულად რუსთავი 2-ს იურისტებიც კი არ დაუტოვეს დარბაზში და ყველა გამოაძევეს, ასეთ რეჟიმში რა თქმა უნდა სასამართლო ყველაფერს მოასწრებს და ამ გადაწყვეტილებას ალბათ გამოიტანს", – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.  

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....