რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი დასრულებულია. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება. დღევანდელ პროცესს პოლიტიკოსები ეხმაურებიან

0
403

რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი დასრულებულია. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება, თუმცა, როგორც მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ განაცხადა, გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მათ გარკვეული დრო სჭირდებათ. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს სააპელაციო სასამართლო წინასწარ გაავრცელებს.

დღევანდელი პროცესის მიმდინარეობაზე კი განცხადებები კეთდება პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის არმომადგელერბის მიერ. 

“ბატონმა ხალვაშმა უარი განაცხადა საკუთარ სააპელაციო საჩივარზე, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაპირველი სარჩელის უსუსურობა იმ ნაწილში, როდესაც დავა შეეხებოდა რუსთავი2-ის ლოგოს. არავითარი ლოგოს მხატვარი ხალვაში არ ყოფილა და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.  სასამართლოს ძალიან უნდა გაუჭირდეს, გაიზიაროს ის არგუმენტები, რომელიც ჰქონდა ბატონ ურთმელიძეს,“ – – არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე,

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტის, ეკა ტყეშელაშვილის, თქმით, "უკვე ღიად ხდება რეკეტის სახით მფლობელებისთვის ტელევიზიის წართმევა. ხელისუფლებას სურს, მოკლას ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, არ იყოს ქვეყანაში თავისუფალი დებატები, მოსახლეობა არ იყოს ინფორმირებული და ძალადობის გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ შედეგებს იქონიებს საგარეო პოლიტიკაზე,“ 

"ეს არის წულუკიანის მიერ მართული პროცესი" – აცხადებს პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე  კახა კუკავას თქმით –  შერჩევით მართლმსაჯულებას,   რასაც ახორციელებს ამ ქვეყანაში კანონიერი ქურდი ბიძინა სოლოლაქსკი,  მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი არ აქვს. რუსთავი 2 ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მისაკუთრებული და ახლა უნდა რომ მიისაკუთროს მეორე პოლიტიკურმა ძალამ. ეს არის ძალიან აშკარა. ყველაფერი იკითხება ძალიან მარტივად''

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის თქმით,   არის პოლიტიკური საქმე.  ,,რად უნდა ამას ბევრი ფიქრი და საუბარი. ბუნებრივია, ქართული ოცნება მიმართულია იმისკენ, რომ რუსთავი2-ს შეუცვალოს მფლობელი. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ მაქსიმალურად ფორსირებულად და დაჩქარებულად ხდება გადაწყვეტილების პროცესი", – განაცხადა მან.

რუსთავი2-ის საქმის დღევანდელ პროცესს აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი. "ბიძინა ივანიშვილის მიზანია რუსთავი2 გამორთოს არჩევნებამდე, მან   "დღეს  პირდაპირ თქვა,  რა მოხდება რუსთავი2-თან დაკავშირებით.  ორივე პროცესში დედაა გარეული, ერთის დედა ვიღაცას ნაჯახით დასდევდა და მეორეს დედა სახელმწიფოსგან იღებდა ფულს, რომ ასეთი უნიკალური მოსამართლე შეენახა ოჯახში“ – განაცხადა მაჭავარიანმა

თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, "სერიოზულ კითხვებს ბადებს ის, რომ რუსთავი2-ის პროცესი მიმდინარეობს რუსთავი2-ის წარმომადგენლების გარეშე.  არ მინდა დამრჩეს იმის განცდა, რომ არჩევნებამდე რამე შეიცვლება. მჯერა ის, რომ რუსთავი2 ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზიაა და მან უნდა გააგრძელოს საქმიანობა ისე რა ფორმითაც მუშაობდა“ – აღნიშნა    

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის და,  შესაბამისად ნებისმიერი ფორმით ამაზე აქცენტების გაკეთება არასწორია. მოსამართლის დედებს თუ არ ჩავრევთ ზოგადად სასამართლო  დავების დროს სწორი იქნება.

პარტია თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის დამფუძნებლის თქმით, მისი რეიტინგი რუსთავი2-ის დამსახურებაა."ყველაზე მეტად თუ კი რაიმეთი გამიცნო ხალხმა და რაიმე რეიტინგი გამაჩნია ამის უდიდესი ნაწილი არის თქვენი დამსახურება. ასე, რომ ის მენეჯმენტი რომელიც გაქვთ თქვენ მე აბსოლუტურად მაწყობს, კარგად შევეჩვიეთ ერთმანეთს. მაგრამ არსებობს უფრო უზენაესი რამ, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ალბათ ყველა უნდა დაემორჩილოს მის გადაწყვეტილებას“ – განაცხადა მეჭიაურმა. 

 

წინა სტატია,,მაგას ხომ თარხნიშვილი და ბოკერია ალაგებენ, ეს ხომ ყველამ ვიცით. აი, ნახეთ არჩევნებში, როგორ ჩავაბრუნოთ ის ხალხიც უკან” – ბიძინა ივანიშვილი რეიტინგის დაცემასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია„სოთბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილისა კი 75 000 ფუნტად გაიყიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური