მთავარისიახლეებისაზოგადოებაყველანი ჩუმდნენ და დუმდნენ - ბიძინა ივანიშვილი სასამართლოსა და მურუსიძეზე

ყველანი ჩუმდნენ და დუმდნენ – ბიძინა ივანიშვილი სასამართლოსა და მურუსიძეზე

Published on

რატომ აგინებენ, რას ერჩიან? იმიტომ რომ აღარ ემორჩილება – ასე ახსნა ბიძინა ივანიშვილმა თავისი  კეთილგანწყობა მოსამართლე მურუსიძის მიმართ  და ხაზი გაუსვა, რომ   მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალების დროინდელ სასამართლოებში ყველანი ჩუმდნენ და დუმდნენ, ჯოხის გადატეხას მხოლოდ ამ ადამიანზე  ცდილობენ, რაც მას აფიქრებინებს, რომ ეს ადამიანი სისტემის მსხვერპლი იყო და ახლა, როცა შესაძლებლობა მიეცა, სამართალს პატიოსნად ემსახურება.

ახლა წარმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლევან მურუსიძემ გააკეთა და არა იმ სისტემამ, რომელიც მათივე შექმნილი იყო. ეს გუნდი ედავება მას, ვისი მსხვერპლიც იყო სასამართლოც და მურუსიძეც. გირგვლიანის საქმეზე 6 თვის მოკლება აღარ არის საკამათო. ის, რომ მურუსიძე 2013 წლის ოქტომბერში მეორე პირად აირჩიეს საერთო სასამართლოში გაგიგიათ რაიმე ხმაური, იგივე NGO-ებისგან, რუსთავი 2-სგან, „ნაციონალური მოძრაობისგან“?!  3 წლით უგრძელებენ თანამდებობას, არავითარი ხმაური. არანაირი თანამდებობა მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ ჰქონდა. თუმცა, კუბლაშვილმა მოახერხა, რომ ის აერჩიათ. მე ვეახლე კუბლაშვილს, შევხვდი და ვთხოვე, როგორმე გათავისუფლდი ძველი გუნდის წნეხისგან. არ იფიქრო, რომ ახალი ხელისუფლება დახმარების გარდა რამეს გთხოვს, რამეში ჩაერევა, რაც დავიცავით კიდეც პირუთვნელად. თუმცა, იმ ერთი წლის განმავლობაში თქვენც შეგიძლიათ ნახოთ როგორ ექცეოდნენ პროკურატურას, ძალიან მძიმე დამნაშავეების დასჯის უფლებასაც არ აძლევდნენ. მივხვდი რომ კუბლაშვილისგან არაფერი გამოვიდოდა. ისევ ჩემი ინიციატივით შევხვდი ახლადარჩეულს ფინანსთან მინისტრთან ერთად, არავითარი ხმაური მაშინაც არ ყოფილა"- განაცხადა ივანიშვილმა

„დამონებული ჰყავდათ მოსამართლეები, პროკურორი რასაც იტყოდა იმას აკეთებდა. ციხეები გატენილი ჰქონდათ, აწამებდით ვისაც გინდოდათ, კლავდით ვისაც გინდოდათ , აი ეს იყო პროცესს და ამას აპრავებდა რუსთავი2 და სხვა ტელევიზიებიც,“-„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვერავინ ვერც ერთ საბუთს ვერ მოიტანს  , რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს და ამის მცდელობა გააჩნია,“-განაცხადა ივანიშვილმა. –  .„სასამართლოს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, სასამართლოს მიეცით საშუალება ის რაც ვქენით ჩვენ და ეს ერთ-ერთი ჩვენი ნაბიჯი იყო, რომ სასამართლოს მივეცით თვით გადარჩენის , თვით აღდგენისა და თვით განვითარების საშუალება მივეცით. ხელისუფლება არ ჩარეულა და არ ჩაერევა სასამართლოს უფლებებში. შესაბამისად თქვენც შეეგუეთ, მე მესმის თქვენი , თქვენ სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული და ხალხის დასასჯელად იყენებდით.“

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...