მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი დავით აღმაშენებელი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - როგორი თავხედობაა გაბედო...

პრეზიდენტი დავით აღმაშენებელი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – როგორი თავხედობაა გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრობაა?! – ბიძინა ივანიშვილი აღშფოთებულია

Published on

მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა – წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს შეედარო?! – ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, „ტექნოპარკში“ მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
მან სააკაშვილის მმართველობის სტილზე და „უკან დაბრუნების“ ხიფათზე ისაუბრა.

„დავით აღმაშენებელს ედრებოდა – წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრობაა?! როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას, მაგრამ სხვას თუ ვერაფერს ეძებდა, თუ როგორ გაებრუებია საზოგადოება, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან. მეორე მხრივ, ციხეები გავსებული იყო საზოგადოების იმ ნაწილით, ვინც არ ემორჩილებოდა, ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ, დაეჭირათ ხელისუფლება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალები“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავდაპირველად დაიძაბნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო, ეშინოდათ და თავჩაღუნულები დადიოდნენ, რომ მსგავსი მეთოდები „ქართულ ოცნებას“ არ გამოეყენებინა, თუმცა ახლა სიტყვის თავისუფლებით ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ.

„პირველი თვეები დაიძაბნენ, ეშინოდათ მსგავსი არაფერი მომხდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში, აღმიწერეს, – წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ახლა ჩვენ აღარ გვიშვებენო. ახლა რომ ნახეს და გააცნობიერეს, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ. მათგან მართული მედია ყოველდღიურად სიცრუეს აფრქვევს და ის, რა საოცრებაც მოხდა ამ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში, ვერც ერთ კომპონენტს ვერ ნახავთ, რომ „ნაცების“ დროს იყო უკეთესობა. ისე აღწერენ სიტუაციას, თითქოს დრამატულია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ, თუმცა რელობა არ უნდა დავკარგოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და როგორც დასძინა, არსებობს რეალური ხიფათი, რომ თუ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ შეიმეცნებს, ყველაფერი უკან შემობრუნდეს. 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...