მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მაგას ხომ თარხნიშვილი და ბოკერია ალაგებენ, ეს ხომ ყველამ ვიცით. აი, ნახეთ...

,,მაგას ხომ თარხნიშვილი და ბოკერია ალაგებენ, ეს ხომ ყველამ ვიცით. აი, ნახეთ არჩევნებში, როგორ ჩავაბრუნოთ ის ხალხიც უკან” – ბიძინა ივანიშვილი რეიტინგის დაცემასთან დაკავშირებით

Published on

,,თქვენ მოახერხეთ, რომ ჩამოიყვანეთ ქართული ოცნების რეიტინგი-ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ის ჟურნალისტს მიმართავს და ამერიკული ორგანიზაციების კვლევებზე საუბრობს.

"NDI-ს და IRI-ს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვცდილობ საზოგადოებაში რაიმე ნიჰილიზმი არ გაჩნდეს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ. ესეც კარგ მაგალითია, მათაც კი ვერ მოახერხეს თქვენგან თავის დახსნა და იქაც რომ თქვენი საცეცები მოქმედებს. მაგას ხომ თარხნიშვილი და ბოკერია ალაგებენ, ეს ხომ ყველამ ვიცით.

 ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა შიდა კვლევებზეც , რომელიც მმართველი გუნდის რეიტინგს უკავშირდება და განაცხადა, რომ ის არ არის ჟურნალისტებისთვის საინტერესო და ალბათ, არც ღირს მისი აფიშირება . მისი თქმით,  შიდა კვლევების მიხედვით, ქართული ოცნების რეიტინგი 30%-ს არ ჩამოცილებია და 30 დან 45-მდე მერყეობს. თუმცა თქვენ მოახერხეთ, რომ აქ ჩამოიყვანეთ. „რა თქმა უნდა, შემცირების პროცესი აუცილებლად იყო ამ სამი წლის განმავლობაში, აგიტაციურმა მანქანამ, ეს არ არის თავისუფალი და ოპოზიციურად განწყობილი მედია, რასაც იბრალებენ, ეს არის ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედია საშუალებები, რომლებიც აგიტაციას ეწევიან, ჩემი პერსონის მიმართაც. რაღაც ეტაპზე, ამას მე ვგრძნობდი იგივე კვლევებით, რომ მერყეობდა დამოკიდებულება,ამით გინდათ თქვენ შექმნათ რევოლუციური მდგომაროება“ 

აი, ნახეთ არჩევნებში როგორ ავწიოთ ეს ზემოთ, ამ 3-4 თვეში, როგორ ჩავაბრუნოთ ის ხალხიც უკან და ავუხსნათ სად არის რეალობა,  რასაც ვაკეთებდით,  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.     

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...