მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ, თუ მისი ანალიზი საზოგადოებამ ვერ გაიგო და საპარლამენტო...

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ, თუ მისი ანალიზი საზოგადოებამ ვერ გაიგო და საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ნახევარზე ნაკლები იქნება, დაგვემშვიდობება

Published on

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის შესაძლოა ჟურნალისტიკაში ისევ დაბრუნდეს, ივანიშვილი ანალიტიკური გადაცემის გაგრძელებას სექტემბრის თვიდან აპირებს: ერთ-ერთი იყო, რომ შეიძლება მეც ჟურნალისტი გავხდე, მაგრამ მალევე მათქმევინეს უარი, ეტყობა რაღაც შემეშალა. სექტემბერში ვაპირებ მსგავსი გადაცემის და ანალიზის შეთავაზებას საზოაგდოებისთვის. როგორ გამომივიდა ეს ან როგორ გამომივა სექტემბერში ამას ნახავთ, "უნდა გავაკეთო ყველაფერი და დავეხმარო და დავუდგე და ვაჩვენო ჩემებურად და არგუმენტირებულად, როგორ ვხედავ და როგორ უნდა იყოს. საზოგადოება ელოდება ჩემი პოზიციის კარგად ჩვენებას,  მაგრამ თუ შევატყვე საზოგადოებას რომ არ მსაჭიროებს, ვერ მნახავთ ვერსად, კომფორტულად ვიყავი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი“ .

„მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან და ამას ხაზს ვუსვამ ერთი მიზეზით, რომ მეტი სანდოობა ქონდეს ჩემს ანალიზს, რადგან პოლიტიკაში თუ საზოგადოებაში მყოფი აქტიური ნაწილი, თუნდაც ჟურნალისტი და ბიზნესი, ძალიან ხშირად პირადი ინტერესებით იზღუდება და ვერ ახერხებს ობიექტურ ანალიზს,“ – „2012 წელს არ გახლდათ არჩევნები, იმას კიდევ სხვა დატვირთვა ქონდა. ახლა იქნება ჭეშმარიტად იმაზე კარგი და არა ნაკლები იმ ორი არჩევნებისა, რომელიც ახალი გუნდის მეშვეობით ჩატარდა, ასეთივე დემოკრატიულობით ჩატარდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი სურვილიც დიდია, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი,“

„ჩემდამი დამოკიდებულებას რაც შეეხება, საზოგადოების ნდობა რამდენად ისეა, როგორც მე მგონია? – რა თქმა უნდა, შემცირების პროცესი იყო ამ სამი წლის განმავლობაში. აგიტაციურმა მანქანამ რაღაც ეტაპზე იმუშავა და მერყეობდა დამოკიდებულება. ამას ვგრძნობდი იგივე კვლევებით. პირადად ჩემზე არ ვატარებდი კვლევებს, მაგრამ დამოკიდებულება გუნდისადმი, რომელიც მე დავტოვე, ჩემზეც გადმოდის და აისახება. ეს კითხვა შეიძლება ყოველთვის არსებობდეს. შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ მე ვარწმუნებ საზოგადოებას, თუ შევხედავ, რომ ეს ნდობა არ არის, ვალდებულების გრძნობა მომეხსნება – ახლა მხოლოდ ამით ვმოძრაობ, ვაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ისეა, როგორც აგიტაციური ტელევიზიები ავრცელებენ და ან სხვა მიზეზით მე აღარ ვარ საინტერესო, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი ტვირთის მოხსნა. გარწმუნებთ, რომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არც ერთ შემთხვევაში თავს არ შევაწყენ საზოგადოებას და სიამოვნებით წავალ, საპენსიო ასაკიც ახლოს მაქვს, უამრავი ჰობი მაქვს და კარგად ვიცხოვრებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, როგორც ვნახავ, რომ ნახევარზე ნაკლებზე წამოვიდა, საზოგადოებამ ჩემს პოზიციას არ დაუჭირა მხარი, თქვენც დაგემშვიდობებით, მოგენატრებით…"- განაცხადა მან  ანუ იმის თქმა სურს, რომ , თუ მისი ანალიზი საზოგადოებამ ვერ გაიგო და საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ნახევარზე ნაკლები იქნება, დაგვემშვიდობება. 

სიახლეები

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...

რეპეტიტორებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – განათლების მინისტრის მოადგილე

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება,...

“ვფიქრობ, ციხე არ ელით…” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე

ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს, ვფიქრობ, ციხე არ ელით, მაგრამ არაა გამორიცხული, უბედური შემთხხვევა...