მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაუგებარი განცხადება ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების გამოყენების ნაცვლად ...

გაუგებარი განცხადება ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების გამოყენების ნაცვლად – საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება

Published on

საპარლამენტო ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს   საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით . – მკვლელის დაპატიმრებისა და საქართველოსთვის გადმოცემის რიხიანი მოთხოვნის მიღმა ისინი ხედავენ  იმის შენიღბვის მცდელობას, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე არ გამოიყენა და, როგორც ჩანს, არც აპირებს სათანადოდ გამოიყენოს რეალურად არსებული  მექანიზმები  .

განცხადებები ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალ დემოკრატებში გაკეთდა. 

პრემიერის განცხადებას გაუგებარს უწოდებენ და  ხელისუფლებას მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საჭირო მექანიზმების გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ დერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. .„დღეს საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს იმ ეფექტურ მექანიზმებს, რათა დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ასე თავხედურად მოკლა საქართველოს მოქალაქე,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები იმ ღონისძიებებზე საუბრობენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის უნდა გატარდეს. „სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ რეალურად განხორციელდეს და აღსრულდეს მართლმსაჯულება. თუმც, ხელისუფლება უფრო მეტად უნდა საუბრობდეს იმაზე, რა ქმედებებს მიმართავს ის,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

გიორგი კვირიაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება  რომ, ხურჩაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა პოზიტივი, რასაც ქვეყნის მთავრობამ ნდობის აღდგენის მიმართულებით მიაღწია. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...