მთავარისიახლეებისამართალი,,დღეს მათ არ სჭირდებათ არავინ დარბაზში. ეს სასამართლო არ არის. დღეს...

,,დღეს მათ არ სჭირდებათ არავინ დარბაზში. ეს სასამართლო არ არის. დღეს ფაქტობრივად დარბაზში ისმის ერთი ხმა, ბიძინა ივანიშვილის ხმა,“- რუსთავი 2 – ის პროცესს პოლიტიკოსები აფასებენ

Published on

მოსამართლეთა გადაწყვეტილება, არ დაეშვათ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ტელეკომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომაზე, პოლიტიკოსებმა გააპროტესტეს.

მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს მოსამართლის როლის შემსრულებლებს უწოდებს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს სასამართლო არ არის. უბრალოდ გვაინტერესებს, რა ტექსტი იწერება ხოლმე, მაგრამ  10-15 წუთში ისეთი უსამართლობის გრძნობა გვეუფლება ხოლმე, რომ გამოვდივართ პროტესტის ნიშნად,“ – განაცხადა გოგუაძემ.

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს სასამართლოს იმიტაციას უწოდებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. 

„დღეს მათ არ სჭირდებათ არავინ დარბაზში, არ უნდა იმყოფებოდეს რუსთავი 2-ის წარმომდგენელი, არ უნდა იმყოფებოდეს ასევე ადვოკატი. დღეს ფაქტობრივად დარბაზში ისმის ერთი ხმა, ეს არის ხელისუფლების ხმა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხმა,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესზე საუბრობს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერიც. მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე, წინასწარ იყო გათვლილი. 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....