მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჟურნალისტების მიჭირხვნით კი არა, ჭეშმარიტების ძიებით არის დაკავებული

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჟურნალისტების მიჭირხვნით კი არა, ჭეშმარიტების ძიებით არის დაკავებული

Published on

 „ტექნოპარკში“ ნახევარ საათზე მეტია დაიწყო და მიმდინარეობს  ბიძინა ივანიშვილის  შეხვედრა  ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებთან , რომელიც საზოგადოებრივ არხზე გასული ინტერვიუთი უკმაყოფილო ყოფილმა პრემიერმა   დაანონსა მას შემდეგ, რაც ,,რუსთავი 2 -სა'' და ,,ტაბულასთან'' მისი წარმომადგენლების მოლაპარაკებები ინტერვიუზე მისი თამაშის წესების მიხედვით უშედეგოდ დასრულდა. 

მე არ ვიზიარებ შეფასებას, რომ ძირითადად ჟურნალისტების მიჭირხვნით ვარ დაკავებული, – განაცხადა მან  ჟურნალისტებთან ურთიერთობის შესახებ დასმული  კითხვის პასუხად.  მისი თქმით, „თოვლის მიჭირხვნა კარგია, ადამიანის – არა…,ძალიან ბევრი კარგი შეხვედრა ჰქონია ჟურნალისტებთან.

”საერთოდ მე ძალიან მიყვარს ჭეშმარიტების ძიება და არაფრით არ განვსხვავდები ალბათ სხვა ადამიანებისგან. ვაძლევს თავს უფლებას, თუ ისე არ ვხედავ, ვუპასუხო. მე არ მგონია, რომ ზღვაგდასულია ეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აღარ არის მისი გადაცემები ”2030”-ში.
”რაც შეეხება ჩემს ჟურნალისტობას, როდესაც პოლიტიკიდან წასული მე ძიების პროცესში ვიყავი, მინდოდა გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები. თუმცა მერე მალევე ვთქვი, უარი და მათქმევინეს, ისეთი იყო რეაქცია. ეტყობა რაღაც შემეშალა და ჩემი ჟურნალისტობა არავის მოუნდა”, -განაცხადა ივანიშვილმა. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შეხვედრა საზოგადოერივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს  

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...