მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობისგან მართული მედია საზოგადოებას მაქსიმალურად აბნევს. არსებობს რეალური ხიფათი...

ბიძინა ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობისგან მართული მედია საზოგადოებას მაქსიმალურად აბნევს. არსებობს რეალური ხიფათი იმისა, რომ ყველაფერი ეს შემობრუნდეს.

Published on

ჩანს ხიფათი, რომ ჩვენ უკან შემობრუნება დაგვემუქროს. მათგან (ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან) მართული მედია საზოგადოებას მაქსიმალურად აბნევს, ხელისუფლებას კიდევ სხვა ბერკეტების გამოყენების უფლება არ აქვს, ვერც იყენებს და არც იყენებს და ამის მცდელობები არსად არ ჩანს და ყველას ყველაფრის უფლება აქვს.

ნახეთ, მიტინგებს აწყობენ საწარმოები, გათავისუფლდა გარემო და ევროპულის მსგავსია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ. ძალიან იოლია წარმოსაჩენად იგივე რუსთავი ორის ან სხვა მართული ტელევიზიების მიერ, ძალიან ადვილია წარმოსაჩენად, როდესაც ხედავ, ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში, და ძალიან იოლია მათი დაბნევა და ძალიან იოლია, მიაწერო ხელისუფლებას.აი, აქ არ უნდა დავიბნეთ და რეალობა არ უნდა დავკარგოთ. ეს უნდა მოვახერხოთ როგორმე, რაც ძალიან რთულია. 

მე ძალიან მაშფოთებს, რომ არ მოხდეს და არსებობს რეალური ხიფათი იმისა, რომ თუ საზოგადოება ვერ შეიმეცნებს, ვერ გააცნობიერებს, ვერ გააანალიზებს ამას სწორად ყველაფერს, რა თქმა უნდა, არის ხიფათი იმისა, რომ ყველაფერი ეს შემობრუნდეს.  

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...