მთავარისიახლეებიპოლიტიკავიზალიბერალიზაცია - პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში

ვიზალიბერალიზაცია – პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში იმყოფება –  დღეს  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ – დემოკრატების ალიანსის ლიდერებს შეხვდება.

პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზეც  სადაც  ვიზალიბერალიზაციის შესახებ ისაუბრებს. საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

სტრასბურგიდან მარგველაშვილი ბრიუსელში გაემგზავრება სადაც 8-9 ივნისს, დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...