მთავარისიახლეებიპოლიტიკათამაზ მეჭიაურის ახალი პარტია: სანდრო ბრეგაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა და, შესაძლოა,...

თამაზ მეჭიაურის ახალი პარტია: სანდრო ბრეგაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა და, შესაძლოა, ლევან ვასაძეც

Published on

დეპუტატი თამაზ მეჭიაური  კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილესთან  სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის ახალ პარტიას  სახელწოდებით ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის”.  

მისი თქმით, პარტიაში ასევე იქნებიან ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული გუნდის დაფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და  ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი.თამაზ მეჭიაური ადასტურებს, აგრეთვე, რომ  თანამშრომლობა შესთავაზა ბიზნესმენ ლევან ვაძაძესაც, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია და აცხადებს, რომ  მიესალმება, თუკი ლევან ვასაძე მისი გუნდის წევრი იქნება.

”უარს არ ვიტყვით, თუკი ჩვენთან ითანაშრომლებს. ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვები ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ახლოს მყოფი ხედვები გვაქვს და მივესალმები, თუკი თანამშრომლობა შედგება”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

ის, რომ თავისი  პარტიის შექმნას გეგმავს თამაზ მეჭიაურს ბოლო ორი თვეა არაერთგზის აქვს განცხადებული. ერთერთ ინტერვიუში, რომელიც მან ამ თემაზე მაისის მიწურულს მისცა  “მაესტროს” იგი შეეხო  ლევან ვასაძესთან შესაძლო  თანამშრომლობის საკითხსაც.  ,,მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან. შევთავაზებდი, რომ ის უფრო წინ ყოფილიყო და ამ საქმეს სათავეში ჩადგომოდა. მე არ მაქვს რამე ახირება, რომ აუცილებლად პირველი ვიყო, ჩემთვის მთავარია შედეგი მივიღოთ. მასთან არ მისაუბრია და ჩემი დღევანდელი გამოსვლა შეუძლია მოწოდებად ჩათვალოს. შეთავაზებას ვუკეთებ, რადგან მასთან ბევრი მოსაზრება მაქვს თანხვედრაში,”- განაცხადა მაშინ თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატის განმარტებით, პარტია პროქართული იქნება:   უპირველესად  ორიენტირებული ეროვნულ ინტერესზე, ქვეყნის მთავარი ინტერესი კი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ”

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...