მთავარისიახლეებიკულტურაფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატები ,,სოთბის'' აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშებად არის წარდგენილი

ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატები ,,სოთბის” აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშებად არის წარდგენილი

Published on

ხვალ,  7 ივნისს „სოთბის“ სააუქციონო სახლს გასაყიდად გააქვს ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები. ქართული საზოგადოება ამ ფაქტს აღშფოთებით შეხვდა, თუმცა არა იმის გამო, რომ ზოგადად გაყიდვის წინააღმდეგია , არამედ იმიტომ, რომ  ნახატები  რუსული ხელოვნების ნიმუშებად არის წარდგენილი და შესაბამისად ამ  სექციაში გაიყიდება.
 
.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ”სოთბის” აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ამ კონკრეტულ ნამუშევრებს ამ მხრიცვ არაფერი ეშველება –  მათი სხვა სექციაში გადატანა ხვალისათვის  სავარაუდოდ ვერ მოესწრება, რადგან სექციის ცვლილება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.
 
 კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ინტერპრესნიუსის ცნობით, ამ თემაზე კომენტირებისას აცხადებენ, ფრომ პროცესში ჩართულია საგართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო ბრიტანეთში.
19 მაისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროსმიმართა,  თხოვნით ხმა მიეწვდინათ ”სოთბისა” და ბრიტანეთში მდებარე სხვა სააუქციონო სახლებისთვის საბჭოტაკავშირის დროიდან შემორჩენილი  ამ ტრადიციული შეცდომის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან  სასწრაფოდ გაიგზავნაწერილი ბრიტანეთის საელჩოში თამარ ბერუჩაშვილთან, რომელმაც თავის მხრივ  ოფიციალური წერილებით მიმართა ”სოთბის” აუქციონს, ასევე, მაკდუგალის სააუქციონო სახლს, ბრიტანეთში, სადაც ასევე გადიოდა ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი.
ამ წერილზე რეაქცია იყო ის, რომ მაკდუგალის სააუქციონო სახლმა გუდიაშვილის ნახატთან დაკავშირებით პრესრელიზის გავრცელებისას მიუთითა, რომ გუდიაშვილი წარდგენილი იყო რუსული და ქართული ხელოვნების აუქციონზე. რაც შეეხება ”სოთბის” აუქციონს, ნიკო ფიროსმანზეც და ლადო გუდიაშვილზეც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი ქართველი ავტორები არიან, თუმცა ამ ეტაპზე ისევ რუსული ხელოვნების  სექციაშია წარმოდგენილი.
 
,,ბრიტანეთის საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ჩვენთან ერთად აგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ და გადავიტანოთ ჩვენი ავტორები სხვა სექციაში, მაგალითად, თანამედროვე აღმოსავლეთის სექციაში, სადაც წელს წარდგენილია ავთო ვარაზი”, – განმარტავენ კულტურის სამინისტროში.
 
„სოთბის“ სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის – „ჩვენი ნიკო“ საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.


 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...