მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ მაჭავარიანი: კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირის პასუხისგებაში მიცემა არ არის საკმარისი...

მიხეილ მაჭავარიანი: კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირის პასუხისგებაში მიცემა არ არის საკმარისი სამართლებრივი შედეგი იმისათვის, რომ ბოიკოტი შეწყდეს

Published on

მიხეილ მაჭავარაინი აცხადებს, რომ  ”ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს საპარლამენტო საქმიანობისთვის გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტოს. 

მისი თქმით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირის პასუხისგებაში მიცემა არ არის საკმარისი სამართლებრივი შედეგი იმისათვის, რომ ბოიკოტი შეწყდეს.

”არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იყო ”ქართული ოცნებიდან” კორცხელში და ეს ადამიანები ამ რაიონში კონკრეტული დავალებით წავიდნენ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ მოამზადა ეს ჯგუფი, ვინ მისცა დავალება წასულიყვნენ და ვინ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ის მომხდარიყო, რაც მოხდა”, – განაცხადა მაჭავარინმა.

”თუ ეს ყველაფერი თავიდან არ ავიცილეთ, ასეთი არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენთვის სამაგალითო, რომ ზუგდიდის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით გირაოთი გაათავისუფლა მოძალადეები. ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვინდა ამ ადამიანების ციხეში ყოფნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს სჭირდება 8 ოქტომბრის არჩევნების ნორმალურად ჩატარებას”, -განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მთავარი დამკვეთია, მან უნდა აგოს პასუხი და ამ შემთხვევაში გააანხლებენ საპარლამენტო მუშაობას. – ,,ამ ყველაფრის ორგანიზატორი და დავალების მიმცემი არის ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ ასეთი დაჯგუფება ჰყოლოდა ”ქართულ ოცნებას” ყველა რაიონში აცხადებს მაჭავარიანი 
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...