მთავარისიახლეებისპორტიაფხაზები თავიანთი ნაკრების ჩემპიონობას ზეიმობენ, ვიცე-ჩემპიონი კი გახდა პენჯაბის გუნდი, რომლის...

აფხაზები თავიანთი ნაკრების ჩემპიონობას ზეიმობენ, ვიცე-ჩემპიონი კი გახდა პენჯაბის გუნდი, რომლის გამო აფხაზებმა მოედანზე და ტრიბუნებზე სომხებიც კი სცემეს (Video)

Published on

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრებმა სოხუმში   ConIFA – ს ეგიდით  ჩატარებული ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ანგარიშით  7:6  დაამარცხა პენჯაბის გუნდი და არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო  ჩემპიონი გახდა. ამასთან დაკავშირებით დეფაქტოპრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განკარგულებით ორშაბათი აფხაზეთში არასამუშაო დღედ გამოცხადდა, სოხუმი ოფიციალუირად ჩემპიონატში წარმატებას ზეიმობს, თუმცა ზეიმის რეალური ამაზე მეტია – საქართველოს ხელისუფლების სრული გულგრილობის გამო, ამ ჩემპიონატის ჩატარებამ ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტულ მთავრობას მისცა  პროპაგანდისტული მანქანის საკმაოდ წარმატებული ამოქმედების შესაძლებლობა ,,აფხაზეთის , როგორც  საფეხბურთო, ისე პოლიტიკური  დამოუკიდებლობის'' სასარგებლოდ – ჩემპიონატის დღეებში სოხუმში ჩავიდა ჟურნალისტებისა და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლების დიდი ჯგუფი, მათ შორის ფიფას ორი წარმომადგენელიც კი მატჩ აგენტის რანგში, რომელთაც, მიუხედავად ფიფას მიერ არაერთგზის დაფიქსირებული პოზიციისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  პატივივისცემისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდის ავლით სეპარატისტულ აფხაზეთთან რაიმე ნიშნით თანამშრომლობის   საკითხის მიმართ, გამოთქვეს მზაობა აფხაზეთის მხარდაჭერისათვის  ფიფაში  გაწევრიანების სურვილსა და მისწრაფებაში. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, აფხაზურ მედიაში გამოითქმის აღტაცება  თამაშით, რომელიც აფხაზეთის ნაკრებმა პენჯაბის ნაკრებთან შეხვედრაში უჩვენა.

სხვათა შორის ეს უკანასკნელი   აფხაზმა ფეხბურთის მოყვარულებმა გამორჩეული პატივისცემით მიიღეს და უფრო მეტიც,  ერთობ უცნაური ფორმითაც კი გამოხატეს მის მიმართ მხარდაჭერა წინამორბედ მატჩებში. როგორც ვიუწყებოდით, აფხაზურმა პოლიციამ  გაშველების ნაცვლად აფხაზ გულშემატკივრებთან ერთად პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე სცემა ე.წ. დასავლეთ სომხეთის ნაკრების წევრებს, რომელთაც კონფლიქტი მოუვიდათ პენჯაბის ფეხბურთელებთან მეოთხედფინალურ მატჩში. სავარაუდოდ, აფხაზებს  ყელში აქვთ ამოსული სომხების მომრავლება აფხაზეთში  და სწორედ ამან გადახარა სასწორი პენჯაბის სასარგებლოდ, თუმცა გაუგებარი რჩება, თუ ასეა, რატომ არ დაერიდნენ ისინი მათთვის უფრო ახლობელი თურქეთის განაწყენებას და არ უთხრეს უარი მასპინძლობაზე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული დასავლეთ სომხეთის გუნდს .

 

 

 

 

 

 


 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...