მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარე მერიის კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა...

ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარე მერიის კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

Published on

ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარე ლაშა ფარცვანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ფარცვანიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.ფარცვანიას თქმით, :“სამსახურის მიერ მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვა დაიწყო არამიზნობრივად, დამტკიცებული ბიუჯეტის შეუსაბამოდ, რაც გულისხმობს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის შეძენილი სხვადასხვა მომსახურების თუ პროდუქტის დაფინანსებას ბიუჯეტის კოდით 0402, რაც წარმოადგენს საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამას. უფრო კონკრეტულად, 2016 წლის 4 მარტს ქალაქ ზუგდიდის მერიამ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2 ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტორტებისა და ყვავილების თაიგულის შეძენას. ასევე 2016 წლის 11 მარტს შპს „დიარონთან“ გაფორმდა ხელშეკრულება კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის სარესტორნო მომსახურეობასთან დაკავშირებით, რისთვისაც თანხა გამოიყო საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამიდან, ბიუჯეტის სხვადასხვა პროგრამებთან ერთად. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით მსგავსი სახის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო ბიუჯეტის კოდით 050205, რაც გულისხმობს მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებას. აღნიშნული 3 ხელშეკურლებით საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული 60 000 ლარიდან კულტურული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა 3 444,50 ლარი. შეგახსენებთ რომ საჯარო სკოლების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს ქალაქის საჯარო სკოლებისთვის ფინასური დახმარების გაწევას, ქალაქის სკოლის მოსწავლეების სასწავლო-შემეცნებითი დონის ამაღლებას, მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქალაქის თვალსაჩინო ადამიანების საქმიანობის გაცნობას და კვლევას, შემოქმედებითი კონკურსების ჩატარებას, საზაფხულო ბანაკებში სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლეების დასვენებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგებია: მოსწავლეთა სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებას, დამატებითი განათლების მიცემის ხელშეწყობას, განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლეების გამოვლენას და წარმოჩენას.“ – განაცხადა ლაშა ფარცვანიამ.ფრაქციის თავმჯდომარემ მოუწოდა ქალაქ ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურსა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...