მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კორცხელის ინციდენტის თემას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კორცხელის ინციდენტის თემას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ურთიერთშელაპარაკება გამოიწვია 22 მაისს შუალედურ არჩევნებში კორცხელის 54-ე უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ. ფრაქციი წევრმა კახაბერ ჩანგელიამ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს კორცხელის ინციდენტი შეახსენა და განაცხადა, რომ "ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გაეკეთებინათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა ეს აქამდე არ მომხდარა, ეს იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორი, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პატივს არ სცემენ ამომრჩეველს, თუმცა ამის პასუხს ისინი მიიღებენ 8 ოქტომბერს.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კორცხელის მოსახლეობას, რომ გამოიჩინეს საკმაო გონიერება და არ აყვნენ "ქართული ოცნების" პროვოკაციას, რომელსაც ჩაფიქრებული ქონდა, რომ არჩევნებზე გამოეწვია ქაოსი". ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი მაიზერ ნანავა გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გმობს ყველანაირ ძალადობას "ის ბიჭები, ვინც კორცხელში იყვნენ ჩამოსულები, იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, თუმცა ამ დაპირისპირების მიზეზი იყო ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა პროვოცირება გაუკეთეს ამ ყველაფერს, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა ჩხუბი, რასაც გმობს ხელისუფლება, ვაღიარებთ ამ შეცდომას და ამის მაგალითია ის, რომ ამ ადამიანების მიმართ აღძრულია საქმე"- განაცხადა მაიზერ ნანავამ.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...