მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისი კორცხელის ინციდენტს ეხმაურება

„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისი კორცხელის ინციდენტს ეხმაურება

Published on

"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ოფისი კორცხელში მოხდარ ინციდენტს ეხმაურება. პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს.

„ცალსახაა, რომ ქვეყანაში სამართლიან და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება არის როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ძალადობის პროვოცირებაზე ან ძალადობის განხორციელებაზე, არის ყოვლად მიუღებელი.ის, რაც მოხდა კორცხელში არის შეურაცხყოფა იმ კუთხის, ქალაქის და სოფლის, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ეს არის სამარცხვინო. ზუგდიდშიც და სამეგრელოშიც არსებობს საკმარისი შეგნება, პოლიტიკური განსჯაც და აზრიც, რომ თავისუფლად მივიღოთ გადაწყვეტილებები და აიღოთ პასუხისმგებლობა. სამართალდამცავ ორგანოებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც გული ერევათ ყველაფერ ამაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესებს სამეგრელოშიც და მთლიანად ცენტრალურ დონეზე მართავენ ის ადამიანები, რომლებიც არ ვიცით თუ ვის ემორჩილებიან, ვინ ვის წინაშეა პასუხისმგებელი.2012 წელს ჩვენი ბრძოლა ძალადობაზე, ზეწოლაზე, ადამიანის თავისუფლების ხელყოფაზე დაგვირგვინდა გამარჯვებით. საქართველოს საზოგადოებამ  სწორედ ამ უსამართლობას უთხრა უარი და წინა გუნდი გაუშვა ხელისუფლებიდან.ახლა რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს უკან, წარსულში დაბრუნებას.ჩვენ არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ წარსული განმეორდეს.ყველას ვალია ვიბრძოლოთ ნორმალური საარჩევნო კულტურის დასამკვიდრებლად“.-ნათქვამია განცხადებაში

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...