სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურებიან: როგორ მოხდა, რომ ეს ,,ახირებული კაცი” რაღაც მანქანებით ქვეყნის სათავეში მოექცა

0
398

2 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ეთერში რადიო „თავისუფლების“  ჟურნალისტ სალომე ასათიანსა და ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს  შორის ინტერვიუ შედგა. ინტერვიუ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებსა და ყოფილი პრემიერის ღია წერილს ეხებოდა. საზოგადოებაში ფართოდ განიხილება როგორც ბიძინა ივანიშვილის პერსონა, როგორიც ის წარმოდგა ამ ინტერვიუში და თავად ჟურნალისტის პროფესიონალიზმიც. ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილი, ძირითადად ივანიშვილის მხარდამჭერები, რადიო ,,თავისუფლების'' ჟურნალისტს პროფესიონალიზმს უწუნებს, ნაწილი თავად ივანიშვილის პასუხებს აფასებს როგორც კომიკურს ან სულაც ტრაგიკომიკურს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ,,ახირებული კაცი" რაღაც მანქანებით ქვეყნის სათავეში მოექცა. 

ლაშა ბერულავა: ბიძინა მარტივი ავანტურისტია. როცა სალომემ საყდრისის აფეთქება უხსენა, თავიდან ვითომ მაგრად დადგა, თუ გინდათ, მთელი გადაცემა საყდრისზე ვისაუბროთო, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ ჟურნალისტმა იცის ეს თემა და ოპონირებას უწევს ("მხოლოდ ერთი გვირაბის ნახევარია შესწავლილი ოთხიდან", "ყველაფერი ამოღებული როგორ შეიძლება იყოს?", "არ არის ასე, ბატონო ბიძინა!") მაშინვე უთხრა, ამ თემაზე მე დავასრულე ლაპარაკი, ვხედავ, თქვენ ვერ დაგარწმუნებთო, ხოლო შეკითხვას: "თქვენ გგონიათ, რომ პოლიტიკიდან წახვედით?" – საერთოდ არ უპასუხა.
სერგი კაპანაძე: სამი წლის წინ, როდესაც ივანიშვილმა არასამთავრობოებთან გამართა შეხვედრა და მერე პირდაპირ ეთერში "სერგო და ელენა" გალანძღა, დავწერე, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და რომ მისი პრობლემა ისაა, რომ თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია, ყველაზე მეტი ძალაუფლება და ფული აქვს. გუშინ დავრწმუნდი, რომ ეს პრობლემა გაასმაგებულა. ეჭვი აღარაა, რომ ამ ადამიანმა არ შეიძლება საქართველო მართოს. ღირსების შემლახველია, დამრთგუნველი და სამარცხვინოა. შემეცოდა თან.
ინგა გრიგოლია:     ემდეგი ინტერვიუს წინ საგანგებო წარმომადგენლები ჟურნალისტს ბიბლიაზე დააფიცებენ, რომ შუთანხმებლად არც ერთ კიხვას არ დასვამს. ზუსტად ვიცი, ვინ იქნება შემდეგი, ვისაც ინტერვიუს მისცემს
ნინო დანელია, მედიაექსპერტი: ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ სალომე აღმოჩნდა ერთადერთი ჟურნალისტი,, ვინც ივანიშვილს, როგორც თანასწორს ისე ელაპარაკა: კითხვა დაუსვა, არ დაეთანხმა, გააწყვეტინა, გააკრიტიკა. გაგიჟდა კაცი, მინისტრები ვერ უბედავენ ამას და ამ გოგომ, რამდენი შებედა ცათა მპყრობელს! არადა, ერთი ჩვეულებრივი ძალიან მდიდარი ეგოცენტრიკი, უვიცი და უზრდელი ადამიანია, რომელიც მხოლოდ ყმებთანაა ურთიერთობას მიჩვეული.|
ნანუკა ჟორჟოლიანი: მომწონს სალომე ასათიანი.. ინტერვიუ რომ გამოუვიდა, ამას მისი სტუმრის რეაქციები ადასტურებს. როცა რესპონდენტი, რომელიც ქვეყანას “მართავს”, უკმაყოფილოა , ესე იგი წამყვანმა სწორი კითხვები დასვა:)” |
თამარ ჩერგოლეიშვილი:  საუბრის შინაარსობრივ ანალიზს არანაირი აზრი არა აქვს – განდიდების მანია, ნარცისიზმი, აღგზნება, აკვიატებები, სრული შეუთავსებლობა თანამედროვე ადამიანის ქცევის წესებთან, ფრუსტრაცია – ეს ყველაფერი ვიხილეთ კიდე ერთხელ, აშკარად დამძიმებულ ფორმებში. რთულად ეგუება იმას, რომ არარ იყვართ, უფრო სწორად – არ ეგუება და ასე ამტკიცებს ( ნდობა მაქვს, საზოგადოებასი ნდობა მაქვს – იმეორებს აკვიატებულად, ყველაში და ყველაფერში ნაციონალური მოძრაობა ელანდება). ამას კიდევ უფრო გამოყვანილი ყავს მწყობრიდან.

სოციალურ ქსელში ყოფილ პრემიერთან ჩაწერილ ინტერვიუს აფასებს თავად ჟურნალისტი სალომე ასათიანიც:  გარკვეულ საკითხებზე საუბარი ბიძინა ივანიშვილთან წინასწარ იყო შეთანხმებული.,, ჩაწერამდე იყო შეთანხმება, რომ ვისაუბრებდით მის  წერილზე და დამატებით სხვა საკითხებზეც. წინა დღეს პირადად ველაპარაკე მისი პრესცენტრის წარმომადგენელს, გიორგი უძილაურს. ვუთხარი, რომ წერილის მიღმა ვისაუბრებდით ივანიშვილის ძალაუფლებაზე და კულტურის პოლიტიკაზე, კერძოდ საყდრისზე და პანორამა თბილისზე. წერილიდან – ქართული ოცნების პერსპექტივებზე, სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე, წინა ხელისუფლების ავტორიტარული მემკვიდრეობის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებაზე, საგარეო ურთიერთობებზე. ყველა ამ თემაზე მივიღეთ თანხმობა. კონკრეტული კითხვები არ გაგვიგზავნია, რადგან ამას არასოდეს ვაკეთებთ, მაგრამ თემები, რომლებსაც შევეხეთ, იყო შეთანხმებული. არ ვიცი რა მოხდა, გადასცეს თუ არა სტუმარს ეს საკითხები და რატომ გამოვიდა ასე. “ქაღალდებში ქექვისთვის” კი ბოდიშს გიხდით. უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის. იმედია, მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს”. 

 

წინა სტატიამმართველი პარტია თვლის, რომ კორცხელში არეულობის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრე არაადეკვატურია და ნაადრევი, ხოლო ნაციოანალური მოძრაობის თვალსაზრისით, ეს იყო არა სპონტანური, არამედ ორგანიზებული ინციდენტი
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კორცხელის ინციდენტის თემას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური