მთავარისიახლეებიეკონომიკაფოთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა იწყება

ფოთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა იწყება

Published on

ფოთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა იწყება. ახალი ფაბრიკის მშენებლობას კომპანია "აჭარა ტექსტილი" განახორციელებს. კომპანიას უკვე შერჩეული აქვს ადგილი , სადაც ფაბრიკა უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე  დასასრულს უახლოვდება  პროექტზე  მუშაობაც.

ქარხნის მშენებლობა მომავალი თვიდან დაიწყება და  წლის ბოლომდე დასრულდება. ადგილზე, საწყის ეტაპზე 300 პირი დასაქმდება, სამომავლოდ კი მათი რიცხვის გაზრდა 3000-მდეა დაგეგმილი. 
"აჭარა ტექსტილი“ ფოთში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.  ფაბრიკა სხვადასხვა ბრენდების სპორტული ტანისამოსის შექმნაზე იქნება ორიენტირებული. ადგილზე წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გავა.

საწარმო "აჭარა ტექსტილი" საქართველოში 2009 წელს გაიხსნა, მისი   პირველი სამკერვალო ქობულეთში, სოფელ ობოყვათში ამოქმედდა. იგი უკვე ფლობს ორ ტექსტილის ქარხანას ბათუმში, ერთერთი მათგანი, რომელიც  თამარის დასახლებაში მდებარეობს, 2011 წლიდან კერავს  „ადიდასისა“ და „პუმას“ ბრენდის სამოსს , რომელიც  მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყანაში გადის ექსპორტზე. 

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...