მთავარისიახლეებისამართალიმოსამართლე ნათია გუჯაბიძემ რუსთავი 2 - ის საქმე არ აიცილა

მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ რუსთავი 2 – ის საქმე არ აიცილა

Published on

დღეს რუსთავი 2 – ის საქმის განხილვა წინა პროცესიდან გაძევებული გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიას სხდომაზე არდაშვებით დაიწყო. ამის შემდეგ   მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა ნათია გუჯაბიძემ  ოფიციალურად განაცხადა უარი  თვითაცილებაზე  და მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებტან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა:

„მსურს გამოვეხმაურო საზოგადოდ გავრცელებულ ბრალდებებს, იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად ამაზე უნდა არსებობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც ბუნებაში არ არსებობს. ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში მსგავს ფაქტს არასდროს ჰქონია ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა არც იუსტიციის საბჭოში და ეს არის ცრუ ბრალდენათია გუჯაბიძისუარის თქმის შტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის ბა. მიუხედავად ამ ცრუ ბრალდებისა ეს ჩემს განსჯაზე ზეგავლენას არ იქონიებს.

რაც შეეხება ამ განცხადებებს, ყველა ეს ბრალდება მიმართულია როგორც ჩემი, ასევე სასამართლოს წინააღმდეგ. მე ვარ საკმაოდ გამოცდილი ყველა სფეროში და გადაწყვეტილების მიღების მომენტში გავლენას ვერაფერი ვერ იქონიებს. დავრჩები მიუკერძოებლად და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას რასაც სამართალი და კანონი მიკარნახებს“ – განაცხადა გუჯაბიძემ.  

ამ განცხადებასა და პროცესზე ნიკა გვარამიას არდაშვებას მოსამართლეებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის კამათი მოყვა.  კოლეგიამ სასამართლოს დარბაზიდან თამარ კინწურაშვილი გააძევა. დამსწრეთა ნაწილმა კი , მათ შორის პოლიტიკოსებმა მასთან ერთად დატოვეს სხდომა. 

 

 

 

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...