მთავარისიახლეებიპოლიტიკამმართველი უმრავლესობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ვეტოს დაძლევას არ აპირებს და...

მმართველი უმრავლესობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭრას გეგმავს

Published on

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე    “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებული “მოტივირებული შენიშვნები“ და შესაბამისი კანონპროექტი განიხილება. 

როგორც ცნობილია პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. ალტერნატიული შენიშვნების სახით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის შემცირებას სთავაზობს, თუმცა გაკვეულ “სპეციფიურ და მნიშვნელოვან“ საკითხებზე კვლავ 2/3-იან კვორუმს ტოვებს ძალაში.“საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გთავაზობთ განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა, ექვსი წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად და კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გარდა ზემოაღნიშნული სპეციფიკური შემთხვევებისა, როცა პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა“, – ასეთია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი შეთავაზება.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არასწორად მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ალტერნატიული შეთავაზება არ ითვალისწინებს იმ სადავო ნორმის გაუქმებას, რომლის მიხედვით, კოლეგიის ერთი წევრი უფლებამოსილი ხდება პლენუმს ერთპიროვნულად მიმართოს და ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს გადასცეს, ამის ნაცვლად მხოლოდ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწევის წინადადებით გამოდის, რითაც ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

როგორც ცნობილია, მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭრას გეგმავს.

 

 
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...