მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერმა განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა

პრემიერმა განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა

Published on

 დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გათავისფლებული თამარ სანიკიძის ნაცვლად  განათლების მინისტრის პოსტზე  ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა. 

,,, მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება მართვის სფეროში, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე ინოვაციისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში, კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი 4-პუნქტიანი პროგრამის მიმართლებებს" – თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მას არაერთი დისკუსია და მსჯელობა მქონდა ალექსანდრე ჯეჯელავასთანდა საჭიროდ ჩათვალა, რომ მისი კანდიდატურა წარედგინა განათლების მინისტრის პოსტზე, რამდენადაც   ფიქრობს, რომ ქვეყანასჭირდება განახლებული ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის.

 თავად ალექსანდრე ჯეჯელავა თავის ბიოგრაფიის შესახებ წერს: დავიბადე 1973 წელს. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ – კომაროვში, რომელიც 1990 წელს წარჩინების ოქროს მედლით დავამთავრე. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1995 წელს. 1991 წელს მუშაობა დავიწყე კომპიუტერულ კომპანია „კომპი–ში“, 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც  2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ „ინტელექტ ბანკში“ ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ.  ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. 2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია „UGT“-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება. 2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა. მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სასომხეთში, საქართველოში. ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი „თიბისი“ ბანკში იყო. 2008 წელს შემომთავაზეს და ვმუშაობ  „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით.

ალექსანდე ჯეჯელავა ,,მართვის აკადემიის'' ერთერთი დამფუძნებელია და მისი საბჭოს თავმჯდომარე.  არის  საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, სომხეთის სახელმწიფო რეესტრის, ყირგიზეთის ნაციონალური ბანკის და სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების კონსულტანტი.აქვს მათემატიკის მაგისტრის, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრის და პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება. 

 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...