მთავარისიახლეებისამართალიმთავარი პროკურორი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ რაიმე საქმის მიმდინარეობას არ ადასტურებს.

მთავარი პროკურორი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ რაიმე საქმის მიმდინარეობას არ ადასტურებს.

Published on

მთავარი პროკურორი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ რაიმე საქმის მიმდინარეობას არ ადასტურებს. ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი შოთაძე სიცრუეს უწოდებს.

"ეს არის ტყუილი, ყოველთვის შესაძლებელია ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც არავის გადაუმოწმებია, გუშინდელი ინფორმაციის გავრცელების მიზანი პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა", – განაცხადა შოთაძემ.

თუმცა პროკურორის განცხადება არ ცვლის საქმის არსს. მოსამართლე ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე არ უარყოფს, რომ რადგან მის სვილს თავისი ბინა არ ჰქონდა და მასთან ცხოვრობდა,  ბინის საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა.

ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, დღეს შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოც გამოეხმაუროს. როგორც საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ალანიამ კურიერთან საუბრისას განაცხადა, საბჭოს წევრებმა გვარამიას განცხადების შესახებ იმსჯელეს, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობს.

სამოქალაქო სექტორის აზრით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ მასზე შესაძლო მანიპულირების გამო რუსთავი 2-ის საქმეზე უარი უნდა თქვას.

ამის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი არსებული დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენდირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებით, მოსამართლე თაღლითობაშია შემჩნეული, ის თანხას ბიუჯეტიდან თბილისში ბინის ქირის ასანაზღაურებლად იღებდა, თუმცა, რეალურად საკუთარი დედის სახლში ცხოვრობდა.

გუჯაბიძე პროკურატურაში საქმის აღძვრას, 2014 წელს იუსტიციის საბჭომ გადაარჩინა და საქმის მასალები საგამოძიებო უწყებაში არ გადაგზავნილა, ის მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით შემოიფარგლა. თუმცა, არ არის გამორიცხული, პროკურატურა ამ მასალებს ფლობდეს, რაც შესაბამისად, მოსამართლეზე მანიპულირების ძლიერ ბერკეტს წარმოადგენს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...