მთავარისიახლეებისამართალიკორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენაზე მთავარმა პროკურორმა განცხადება გააკეთა

კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენაზე მთავარმა პროკურორმა განცხადება გააკეთა

Published on

კორცხელის ინციდენტში  მონაწილე 6 სპორტსმენს ბრალი წარუდგინა, თუმცა არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.  ამასთან დაკავშირებით  მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განცხადება გააკეთა. იგი აცხადებს, რომ სულ ცოტა ხანში ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოხდეს. 

პროკურატურა ინციდენტში მონაწილე პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სახით  გირაოს ითხოვს.

შეგახსენებთ, შსს-მგანცხადება  ბრალის წარდგენის შესახებ გუშინ გვიან ღამით  გავრცელა .

ცემის მუხლის ნაცვლად, რომლის შეცვლასაც მესამე სექტორი ითხოვდა, ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ხულიგნობით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ერთ-ერთ სპორტსმენის სანქცია შედარებით მძიმეა და, სავარაუდოდ, ხელკეტის გამოყენების გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა დაზარალებულების დეპუტატის სტატუსი და პოლიტიკური შემადგენელი გამოძიებას არ გაუთვალისწინებია.

სამართალდამცავმა უწყებამ ბრალდებულების მხოლოდ ინიციალები გაავრცელა,მაგრამ ამ ინიციალების ამოხსნა რთული არ არის, რამდენადაც კორცხელის მოსახლეობამ და ქართულმა  მედიამ  იმავე დღეს მოახდინა მათი იდენტიფიცირება, ესენია: კობა ტყეშელაშვილი, ვლადიმერ გეგეშიძე, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური, გიგა ტყემალაძე.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...