მთავარისიახლეებისამართალითბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კუდ-ის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას და სხვა...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კუდ-ის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი

Published on

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კუდ-ის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების, იოსებ თოფურიძისა და გერონტი ალანიას  მიმართ გამოტანილი  გამამტყუნებელი განაჩენი. 

"სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, მის მოადგილესთან იოსებ თოფურიძესთან, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსთან – გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ "მოდულის" შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს, იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში" შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალიას და სხვა პირების მიმართ საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2014 წლის 14 მარტს გამოიტანა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით.განაჩენი  დაუსწრებლად დადგა.  პროკურატურის ცნობით, ამ პირებზე  ძებნაა გამოცხადებული.

სიახლეები

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...

მეცოლა ქართველ ხალხს- არ დანებდეთ, EU ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს

არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს - ამის...