მთავარისიახლეებისაზოგადოებასააპელაციო სასამართლომ საიას „რუსთავი 2“-ს საქმის განმხილველი კოლეგიის ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

სააპელაციო სასამართლომ საიას „რუსთავი 2“-ს საქმის განმხილველი კოლეგიის ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

Published on

საია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი კოლეგიის შეცვლის საკითხს ეხმაურება. ორგანიზაციისთვის მოსამართლე ლილი ტყემალაძის წარმოებაში არსებული საქმეების ნაწილის სხვა მოსამართლისთვის გადაცემაში კითხვის ნიშნებია. საია მოწოდებით მიმართავს როგორც სააპელაციო სასამართლოს, ისე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, განმარტოს და შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მონიტორინგის პროცესში საიამ შეისწავლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სხვადასხვა განჩინება, რომლითაც დასტურდება განმხილველი კოლეგიების ცვლილებები.აღნიშნულმა საკითხმა იმთავითვე გააჩინა ეჭვები როგორც მოპასუხე მხარის, ასევე საზოგადოების თვალში იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, საქმის განმხილველი კოლეგიის ცვლილება სასამართლოზე და მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე მიუთითებდა.საკითხის შესწავლის მიზნით, საიამ სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია საქმის განმხილველი კოლეგიის ცვლილებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე ლილი ტყემალაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეთა ნაწილი, მათ შორის სამოქალაქო საქმე #2ბ/6052-15 (,,რუსთავი 2“-ის საქმე), მოსამართლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას სხვა მოსამართლეზე რიგითობით გადანაწილების მიზნით.ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წერილობით გაკეთებული განმარტება არ არის საკმარისი იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ამ საქმეში მოსამართლეთა შემადგენლობის ცვლილებებთან მიმართებით საზოგადოებაში გაჩნდა.ამასთან, გასათვალისწინებელია ის სისტემური პრობლემები, რომლებიც მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების წესსა და პრაქტიკას უკავშირდება. კანონმდებლობა ადგენს სასამართლოს თავმჯდომარის ფაქტობრივად უკონტროლო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას, რიგითობით საქმის განაწილების წესის დაცვის გარეშე, გადასცეს საქმე განსახილველად ნებისმიერ მოსამართლეს და თავადვე განსაზღვროს საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაც. საქმის განაწილების წესის უკონტროლობას თავად ზემოაღნიშნულ წერილში მოყვანილი ინფორმაციაც ადასტურებს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „… (კოლეგიებში) მოსამართლეთა შემადგენლობა რაიმე აქტით არ განისაზღვრება, შესაბამისად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ დოკუმენტაცია კონკრეტული საქმის შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე.“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭომ, როგორც სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფასა და დაცვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, უნდა შეისწავლოს რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიების ცვლილების საკითხი და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია შესწავლის შედეგად გამოკვეთილი გარემოებების თაობაზე. აღნიშნული პირდაპირ დაკავშირებულია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მის მიმართ საზოგადოებრივ ნდობასთან და სასამართლოს რეპუტაციასთან, რომელთა დაცვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა“, – განაცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.საია თბილისის სააპელაციო სასმართლოს მოუწოდებს, განმარტოს რა პრინციპით მოხდა მოსამართლე ლილი ტყემალაძის წარმოებაში არსებული საქმეების მხოლოდ ნაწილის, და მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმის სხვა მოსამართლეზე გადაცემა;ასევე, ორგანიზაცია მოწოდებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეისწავლოს რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების ცვლილების მიზეზი და საფუძველი; საზოგადოებას მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; მოსამართლეთა შორის საქმის განაწილების პროცესში არასათანადო მოტივის დადასტურების შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

news.ge

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...