მთავარისიახლეებისამართალირუსთავი 2 – ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 ივნისს გაგრძელდება

რუსთავი 2 – ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 ივნისს გაგრძელდება

Published on

სააპელაციო სასამართლოში დასრულდა რუსთავი 2-ის საქმის დღევანდელი სხდომა.  

 სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილებით საქმის განხილვა 3 ივნისს 14:00 საათზე გაგრძელდება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის  სააპელაციო პოზიციის მოსმენით. რაც შეეხება რუსთავი2-ის, ძმები ყარამანიშვილებისა და ტვ საქართველოს წარმომადგენლებს. მათ უკვე გააცნეს კოლეგიას საკუთარი არგუმენტები

“ყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა,“ – აცხადებს ტვ საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმეზე გამართული პროცესის შესახებ. მისი თქმით, კოლეგიას დავალებული აქვს, რაც შეიძლება მალე, დაამთავროს საქმის განხილვა.  

“ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სასამართლომ უკიდურესად დააჩქარა ტემპი და გადავიდა პრაქტიკულად იმ რეჟიმში, რომლითაც საქმეს იხილავდა პირველ ინსტანციაში თამაზ ურთმელიძე. დღეს მოსამართლეებს სურდათ, რომ პროცესი გაგრძელებულიყო ზეგ, რაც ობიექტურად ვერ იყო შესაძლებელი. ყველა დღეზე, ყველა საათზე მიდის ვაჭრობა. პარასკევს, 2 საათზე ჩვენ დავბრუნდებით იმ ეტაპზე, როდესაც პაატა სალია წარმოთქვამს თავის სიტყვას. თუმცა, მე არ ვარაუდობ, რომ სააპელაციო სასამართლო შეძლებს, პარასკევს დაასრულოს საქმის განხილვა. კოლეგიას  დავალება აქვს ასეთი, რომ საქმის განხილვა მორჩეს, რაც შეიძლება სწრაფად,“ – განაცხადა ბიბილაშვილმა.

 

 

სიახლეები

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...

ზელენსკი-უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, ეს გადაწყვეტილება წევრების მისაღებია

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის...

ამოღებულია 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...