მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილის წერილი მთლიანად აცდენილია რეალობას'' – გამოხმაურებები, შეფასებები

,,ივანიშვილის წერილი მთლიანად აცდენილია რეალობას” – გამოხმაურებები, შეფასებები

Published on

 

ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნებისთანავე  პოლიტოლოგებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის განხილვის საგანი გახდა, ,, ქართული ოცნების'' წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამ წერილის ავტორი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკათან ავლებენ პარალელს. ეს შემთხვევითი არ არის, რადაგან მაამემლები სწორებას იღებენ თავად ივანიშვილის უკიდეგანო ამბიციით ნიშანდებულ გამონათქვამზე, სადაც იგი ამბობს, რომ თავისი პოტენციალით ყველაზე მეტ სიახლოვეს ილია ჭავჭავაძესთან გრძნობს. აქედან იღწებს სათავეს მანანა კობაიძის  აღტყინება და დითირამბი ივანიშვილის პუბლიცისტური ნიჭით, რომელიც ამ წერილში გამოვლინდა. კობახიძის ამგვარ შეფასებას და თვით წერილსაც ნიკა რურუამ მოკლედ და კონკრეტულად სიბრიყვე და არარაობა უწოდა. რაც შეეხება თეზებს, რომელსაც წერილი შეიცავს, და მათზე გამოხმაურების კონტრასტულ ხასიათს მოწმობს ქვემოთ მოყვანილი ამონარიდები ამ დროისათვის გაკეთებული შეფასებებიდან:

რამაზ საყვარელიძე:  ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებს არ მიიჩნევს  „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკიდან გასვლის წერტილად – ეს პარტია აკრძალული მეთოდებით იბრძვის და შესაძლოა, პოლიტიკაში შემოვიდეს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ეს რეალობა იგრძნო. ფაქტია, რომ ივანიშვილმა ოპონენტების გადათვლა და მათთან დავა არ დაიწყო. გამოჰყო მხოლოდ ერთი ჯგუფი– ნაციონალური  მოძრაობა და მთელს მოსახლეობას განუცხადა, რომ ამ ჯგუფის ხელისუფლებაში აღდგენა არ შეიძლება, რადგან ამ ჯგუფს კრიმინალური თვალსაზრისით, მძიმე წარსული ჰქონდა, ეს ძალა დემოკრატიასა და ქართულ ხასიათს ღალატობს და სურს თავისუფლების მოყვარული ხალხი რკინის ხელში მოაქციოს'' – განაცხადა პოლიტოლოგმა. 

 

ირმა ნადირაშვილი: ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი. ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს. ამბობს, რომ არ აქვს ბიზნესინტერესები და ვხედავთ პანორამა თბილისს და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას. ამბობს, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად, აღარ არის ძალადობა და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან უბრალო, ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის არის მთავარი დაბრკოლება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში, ის არის მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის და ნაციონალური მოძრაობა 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას გადალახავს წარმატებით.

 

 ელენე ხოშტარია: ამ წერილით ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. გამოჩნდა რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაა და არა ქვეყნის განვითარება. გამოჩნდა, რომ ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს – ხატავს სურათს, რომელიც მოცემულობას არ შეეფერება. პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას დაპირებების შესახებ. ესაა ერთგვარი დამოძღვრა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. რაც შეეხება საგარეო კურსზე საუბარს, ფაქტია, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ვხედავთ პროდასავლური ძალების დევნას ხელისუფლების მხრიდან. ასევე, ქართული ოცნების არაერთი წარმომადგენელი საუბრობს ნატო-ს სიცუდეზე.

მიხეილ მაჭავარიანი: საქართველოში დღეს გვაქვს რეკორდული საგარეო და საშინაო ვალი. ეს არის 15 მილიარდი დოლარი. ამხელა ვალი არ ყოფილა არასდროს. ეს არის ბიძინა ივანიშილის ხელისუფლების მიერ შეგროვილი ვალი. ყველაზე მინიმალური ექსპორტი, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოფილა საქართველოში და ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა. აი, ეს სამი ციფრი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი იტყუება და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მუშაობა ძალიან კარგად ეტყობა ჩვენს მოსახლეობას თავის პრობლემებზე – გაიზარდა სიღარიბე, უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები შექმნილია ქვეყანაში. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის წერილი მიმართულია არა იქითკენ, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, არამედ მთელი წერილი ეძღვნება ნაციონალურ მოძრაობას. წერილი ეძღვნება არა იმას, თუ როგორ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, არამედ იმას, თუ როგორ გააღრმავებს დაპირისპირებას და როგორ გააგრძლებს ბრძოლას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ფორმალური მმართველი. ეს ადამიანის აკუთარ თავს მიიჩნევს ქვეყნის რეალურ მმართველად და პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი- ეს ყველაფერ იმისთვის არის სათამაშოები.“ 

რომან გოცირიძემოხსენება მთლიანად აცდენილია რეალობას. ძალიან ბევრი დამახინჯებებია სტატისტიკურ ციფრებში. არ არის სწორი იგივე მშპ-სთან მიმართებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ვალებთან დაკავშირებული რიცხვები და ა.შ. მეორე მხრივ, ის არ ასახავს დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, რომლამდეც ამ 4-წლიანმა მმართველობამ ქვეყანა და მთელი მოსახლეობა მიიყვანა. ამიტომ, ამას უფრო მეტად შეიძლება ვუწოდოთ ილუზიები, სურვილები, რომლებიც არ განხორციელდა. რადგან გოგა ხაინდრავს უყვარს ფილმებისგადაღება, გოგა ხაინდრავას ფილმის სათაურს თუ დავესესხებით, ეს არის ოცნებების სასაფლაო.''

 

 

 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...