მთავარისიახლეებისაზოგადოება„გამოიღვიძეთ მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა,"- ნიკა გვარამია პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და...

„გამოიღვიძეთ მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა,”- ნიკა გვარამია პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს მიმართავს.

Published on

„აქ ჩვეულებრივი ზონდერული მუშაობა მიდის მოსამართლეებისგან, განსაკუთრებით ნატა ნაზღაიძეა ამაში შემჩნეული და აკვირვებს ხოლმე თავის კოლეგებს. ნატა ნაზღაიძე არის ურთმელიძე კაბაში, არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ერთნაირად დაამთავრებენ, ნატა ნაზღაიძე, თამაზ ურთმელიძეც და თეა წულუკიანიც,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სასამართლო კოლეგიას ფორსირებულად პროცესის განხილვის დავალება აქვს.„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფორმალურადაც არ იყოს ის მოსამართლე, მანტიის გახდაზე თამაშს არავისთან ვაპირებ, მაგრამ ამ ქალბატონს მანტიას აუცილებლად გავხდით, რადგან ის არ არის მოსამართლე, ის არღვევს ყველანაირ პროფესიულ სტანდარტს, კანონმდებლობას და დაამთავრებს ცუდად, ამას მას ვპირდები, ამის გარანტიას ვაძლევ 100 პროცენტიანს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.დღესვე რუსთავი 2-ის დირექტორმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს მიმართა და მათ პროცესებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.„გამოიღვიძეთ მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა, აქ საფუძველი ეყრება არა მარტო საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას, გამოიღვიძეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულებები. პრემიერისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, ის საერთოდ არსებობს თუ არა პერიოდულად ყველას გვავიწყდება, რა აზრი აქვს საერთოდ მასთან საუბარს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...