მთავარისიახლეებიეკონომიკა,,დიპლომატიური ტური – 2016'': დღე მეორე – ანაკლიაში

,,დიპლომატიური ტური – 2016”: დღე მეორე – ანაკლიაში

Published on

დღეს, 29 მაისს სამეგრელოში მიმდინარე დიპლომატიური ტური   ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დათვალიერებით გაგრძელდა. დღესვე ტურის მონაწილე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ საწარმოს, რომელიც "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებშია ამოქმედებული.  

 უკვე მეორე დღეა  დიპლომატები  სამეგრელო-ზემო სვანეთის  ეკონომიკურ პოტენციალს და რეგიონში განხორციელებულ პროექტებს ეცნობიან. ანაკლიაში მათთვის გაიმართა შეხვედრა– პრეზენტაცია, რომელზედაც მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის დავით  კოდუას მიერ. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ. 

შეგახსენებთ, ორმოცამდე ქვეყნის  რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში "დიპლომატიური ტური – 2016". ტურის თანაორგანიზატორები არიან   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, "საპარტნიორო ფონდი" და საქართველოს რკინიგზა და , რა თქმა უნდა, მაპინძელი – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...