,,მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ივანიშვილ – კალაძესთან, არაფერია გამორიცხული, თუმცა ძალიან უნდა გაიწყვიტონ ძარღვი და გადადგან ეს ნაბიჯი, რაც ძალიან მძიმედ შემოუტრიალდება ,,ქართულ ოცნებას“. უბრალოდ , ეს წარმოუდგენელი ნაბიჯია, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ვიხილე კორცხელში, ნამდვილად არაფერი გამიკვირდება – ასე პასუხობს ნიკა მელია ,,პირველ რადიოს'' კითხვაზე, ხომ არა აქვს მოლოდინი კორცხელის დაპირისპირების საქმეზე მოხდეს მისი დაკავება.
მელია ამბობს, რომ ,,ქარული ოცნება" დილემის წინაშე დგას და სწორედ ამიტომ სამეგრელოს საპირისპირების მონაწილე სპორტსმენებს პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებინებს. რაც შეეხება ჩხუბის ერთერთი მონაწილის კობა ტყეშელაშვილის განცხადებას, რომ ნიკა მელიამ თბილისის ქუჩებში არ უნდა იაროს, მელია უპასუხისმგებლოს უწოდებს:
,,ეს ადამიანი არის კალაძის შეგულიანებული და მსგავსი განცხადებებით ცდილობს, იქნებ, რამენაირად თავი დააღწიოს სისხლის სამართლიებრივ პასუხისმგებლობას და სრულიად უცნაურ განცხადებებს აკეთებს – მისი აზრით, მე მიკრძალავს თბილისის ქუჩებში გადაადგილებას. არც მე და არც ჩემი მეგობრები არ ვაპირებთ სამართლებრივ ჩარჩოებს გავცდეთ. ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად რატომაც იყოს კორცხელში ჩამოსული, ყველამ იცის. ჩამოსულები იყვნენ კალაძისა და ივანიშვილის დავალებით. ახლა ოცნება დგას ძალიან დიდი დილემის წინაშე: დააკავებენ ამ ადამიანებს ( და თუ დააკავებენ, უნდა დააკავონ მინიმუმ 7–8 კაცი ) უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, ვინაიდან მათი დავალება იყო შესრულებული და ახლა რომ დააკავონ ბუნებრივია თავიდან მბოლომდე ეშლებათ მთელი სტრუქტურა. არ დააკავებენ და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო წნეხი არის უდიდესი და აქ არიან სწორედ ჩიხში მოქცეულები. სწორედ ამიტომ ახლა კალაძე ფიქრობს, იქნებ, რამენაირად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ ამ თავდამსხმელების, არამედ ჩემიც და მოგონილი ბრალდებით ცდილობს , რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბოს ისე, თითქოს მე მიმიძღვის წვლილი ამ აურზაურში.
ყველამ ვიხილეთ თუ რა ხდებოდა იქ, ვინ იყო თავდამსხმელი, ვინ რა გააკეთა, და ეს ადამიანები, რომლებიც უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, ქალბატონებს, ბავშვებს, დღეს დადიან ტელე – ეთერებში და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. მე ვფიქრობ, ყველაზე მძიმე შემთხვევა ეს არის. იმაზე მძიმე ვითარებაში ჩააყენეს ეს ადამიანები, ვიდრე იყვენ თუნდაც სამი დღის წინ, ანუ ამ ადამიანებს, ზონდერებს უკეთებენ მაქსიმალურ პოლიტიზირებას და ჩვენ ვხედავთ ბატონ ტყეშელაშვილს, რომელიც უმოწყალოდ უსწორდება ქალს, ბავშვს, კაცს, რიგით ამომრჩეველს, დადის პირდპირ ეთერებში და საუბრობს როგორც პოლიტიკოსი. ჩვენ იქ ვიხილეთ 35 ზონდერ – სპორტსმენი, რომლებიც ხელკეტებით, ე.წ. კასტეტებით ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდბენ ადგილბრივ მოსახლეობას, ამას დამატებული პოლიტიკურ ლიდერებს და შემთხვევითი გარემოებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი ფატალური შედეგით არ დასრულდა.
ეს არის ქვეყანა, სადაც მე ვფიქრობ, ყველანი ერთად აღმოვჩნდით სიურეალისტურ სამყაროში და ამ ყველაფერს წერტილი დაესმება 8 ოქტომბერს’’ – განაცხადა ნიკა მელიამ ,,პირველ რადიოსთან'' საუბარში.