მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავარი პროკურორი შოთაძე არ თვლის საჭიროდ დაიკითხოს კალაძე, რომელსაც, ენმ -...

მთავარი პროკურორი შოთაძე არ თვლის საჭიროდ დაიკითხოს კალაძე, რომელსაც, ენმ – ის მტკიცებით, ,,კორცხელში ვითარება მიჰყავდა”

Published on

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებამ , რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხებიან ნიკა მელია და გიგა ბოკერია, ხოლო კახი კალაძე – არა, პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში გარკვეული კითხვები  ( მათ შორის რიტორიკულიც) წარმოშვა.  

ამ კითხვების პასუხად  ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ შოთაძეს აქვს ,,სრული კომპეტენცია და ცოდნა ვინ დაკითხოს და ვინ – არა, ამიტომ  არ აპირებს მის კომპეტენციაში შესვლას''

შეგახსენებთ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, სოფელ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა კახა კალაძემ აიღოს. შესაბამისი განცხადება სერგო რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, ”იმ დღეს ვითარება კალაძეს მიყავდა”. 

ჩვენ ვხედავთ, რომ არავინაა დაკავებული. საერთოდ არ არის საუბარი შემკვეთებზე. შემსრულებლები ყველანი ღია ეთერით ვიხილეთ.  ვნახეთ, რომ დამნაშავე პირები აქეთ აყენებენ ულტიმატუმს, რომ დაკავების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ვიდრე არ იქნება საუბარი დამკვეთზე, ვიდრე მთავრობასა და უმრავლესობაში არ იქნება ნება იმისა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს მას, ვინც ეს ინციდენტი დაუკვეთა, მანამ დამნაშავეები ულტიმატუმის ფორმით ისაუბრებენ”, – განაცხადა რატიანმა.

სიახლეები

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ...

უვიზოს შეჩერების საფრთხე – ოქტომბერში საქართველოსთვის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, თუმცა რბილად მოქმედებს - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "რადიო თავისუფლების"...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 18 ივლისს დაამტკიცა. ახალი...

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის-შიკორსკი

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის. წერს პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი სოციალურ...