მთავარისიახლეებისაზოგადოებამათემატიკის საატესტატო გამოცდაში 5 000–ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

მათემატიკის საატესტატო გამოცდაში 5 000–ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე სულ 42 700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით მონაწილეთა 86%-ზე მეტმა დაძლია. ანუ, გამოცდა წარმატებით დაახლოებით 36 700-ზე მეტმა მოსწავლემ ჩააბარა.შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდებმა ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად ჩაიარა. შეფერხება პრაქტიკულად არ ყოფილა,  ინტერნეტის მოწოდებასთან და სიჩქარესთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნილა.შეფასების და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE – სთან საუბარში წლევანდელ მონაცემებს შარშანდელ სტატისტიკას ადარებს და ამბობს, რომ შარშან გამოსაშვები გამოცდებისათვის 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო დარეგისიტრირებული, წელს კი – 47 ათასი.მისი თქმით, ამ კანდიდატებში სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფა შეიძლება: უმრავლესობა მე-12 კლასელია, არიან ისეთებიც, რომლებიც ექსტერნად აბარებენ და ისინიც,  ვინც შარშან მე-11 კლასში გარკვეული საგნები ვერ დაძლიეს და წელს ხელახლა ცდიან ბედს.მისივე თქმით, ის, რომ მათემატიკის გამოცდებში 5 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ოდენობა სრულად ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელთა რიცხვს აკლდება, რადგან  გამოსაშვები გამოცდებისათვის მეტი რეგისტრირდება, ვიდრე ეროვნული გამოცდებისათვის.ანუ, ბევრად მეტია ისეთი ადამიანი, ვინც სკოლას ამთავრებს, ატესტატის მიღება სურს, მაგრამ ერთიან ეროვნულ გამოცდებში არ მონაწილეობს.ზოგად ტენდენციებზე საუბრისას კი იგი ამბობს, რომ წინა წლების შედეგებს თუ გადავხედავთ, 2011 წელს უფრო მეტი აბიტურიენტი ვერ ლახავდა ზღვარს. მისი თქმით, ამ მხრივ ტენდენციაში გაუმჯობესება შეინიშნება. თუმცა, პრობლემები ჩანს და მათემატიკის,ფიზიკისა და ქიმიის სწავლებაში ნამდვილადაა ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს.როგორც რამდენიმე დღის წინ ცენტრის ხლემძღვანელმა მაია მიმინოშვილმაც აღინშნა, თითქმით 50 %-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც დამატებით საგნად მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარებას ირჩევს.ამის მიზეზებზე საუბრისას მინდაძე ამბობს, რომ დაზუსტებით რაიმეს თქმა რთულია,  მაგრამ ზოგადად, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში გარკვეული გაუჯობესება საჭიროა.მოსწავლეებს, რომლებიც რომელიმე საგანში ბარიერს ვერ გადალახავენ, ქულები შეენახებათ და მომავალ წელს ხელმეორედ შეეძლებათ გავიდნენ მხოლოდ იმ საგნის გამოცდაზე, რომელშიც ჩაიჭრნენ.

 

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...