მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

Published on

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანა ფოტიგა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას, ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის, ასევე სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებისკენ მოუწოდებს.„შეშფოთებული ვარ საქართველოში, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენებით, რომელიც ქვეკომიტეტის დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა. ვიზიტის დროს დადებითად შევაფასე ქვეყნის მზადყოფნა, მიიღოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ასევე საქართველოს არმიის მოდერნიზება და მისი მომზადების დონე ნატო-სთან თანამშრომლობისთვის და ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში მონაწილეობისთვის. ასევე მაღალი შეფასება მივეცი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ მუშაობას.მჯერა, და ეს ქვეკომიტეტის ვიზიტის დროს განვაცხადე კიდეც, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია უნდა დაწესდეს. თუმცა, ჩვენი მისიის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციულ საზღვარზე მოხდა ძალიან შემაშფოთებელი ინციდენტი, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე, არსებული ინფორმაციით, სეპარატისტმა აფხაზმა „მესაზღვრეებმა“ მოკლეს. მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულს და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. ეს ინციდენტები ადასტურებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.გარდა ამისა, 22 მაისს ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებზე სასტიკი თავდასხმა განხორციელდა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ორგანიზებული იყო ადგილობრივი პოლიციის უფროსის მიერ. ქართული მედიის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და დეპუტატებს, სამართალდამცველების ადგილზე ყოფნის მიუხედავად, ფიზიკურად გაუსწორდა თავდამსხმელთა კარგად ორგანიზებული ჯგუფი. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს ძალადობრივი აქტები, დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს და საჯაროდ დაგმოს მათი ქმედებები“, – აცხადებს ანა ფოტიგა. 

 

ინტერპრესნიუსი

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...