მთავარისიახლეებიპოლიტიკაჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდა

ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდა

Published on

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი სპორტსმენის ვინაობას ასახელებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე. ირმა ნადირაშვილმა მოუწოდა ჭიდაობის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეუწყდეს ინციდენტში მონაწილე გია იანტბელიძეს უფლებამოსილება.

ამასთან, ირმა ნადირაშვილმა სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირებაში იანტბელიძის მონაწილეობის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.”სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მისამართით დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და გია იანტბელიძე გადააყენონ მწვრთნელის პოზიციიდან. იმედი გვაქვს, რომ კალაძის ცოლის ძმის მფარველობა გია იანტბელიძეს დაკავებულ თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
 
interpressnews.ge

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...