მთავარისიახლეებისაზოგადოება"რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს, კანონის წინაშე ყველა ვართ პასუხისმგებელი" - ტარიელ...

“რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს, კანონის წინაშე ყველა ვართ პასუხისმგებელი” – ტარიელ ხეჩიკაშვილი

Published on

სპორტის მინისტრი ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს. ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გია იანტბელიძის მონაწილეობა თუ დადგინდა, ფედერაციამ აუცილებლად უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება."გინდა მწვრთნელი იყოს გინდა სახელოვანი სპორტსმენი, რა ტიტულებიც არ უნდა ქონდეს, კანონის წინაშე ყველა ვართ პასუხისმგებელი. ამიტომ მიუღებელია რაც ვნახეთ, დავუცადოთ გამოძიებას და თუ დადგინდა, აუცილებელია ფედერაციამ მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ საზოგადოება სადაც სპორტსმენი არის ორიენტირებული სპორტულ შედეგზე და არა პოლიტიკურ პროცესებში  ჩართული. ეს არის მიუღებელი სპორტული საზოგადოებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის“ – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას თქმით, თუ გამოძიება დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ."ჩვენ ვადასტურებთ, რომ გია იანტბელიძე არის ჩვენი ჭაბუკთა მთავარი მწვრთნელი. მაგრამ ჩვენ ველოდებით პასუხს, თუ ადამიანის მონაწილეობა დადასტურდა და თუ დაასახელეს, რომ დამნაშავეა, ჩვენ მივიღებთ რეაგირებას ამაზე. ჯერ არ მქონია წვდომა ამ ადამიანებთან რომ გამომეკითხა" – აღნიშნა კვირკველიამ. საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილიას თქმით, მათ მინისტრმა მოუწოდა რომ ნებისმიერი სპორტსმენის მიმართ გამოყენებული იქნას უმკაცრესი ზომები."მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ჩვენი სპორტსმენი, ჩვენთვის ძვირად ღირებულია და დასაფასებელია, მიუხედავად ყველაფრისა მან პირდაპირ მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი დონის სპორტსმენის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული მათ მიმართ და ჩვენ ამას ვეთანხმებით", – განაცხადა  ბასილიამ.

 

რუსთავი 2.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...