მთავარისიახლეებისაზოგადოებახურჩის მკვლელობის პროტესტი და მიმართვა ხელისუფლებას ოჯახის დასახმარებლად

ხურჩის მკვლელობის პროტესტი და მიმართვა ხელისუფლებას ოჯახის დასახმარებლად

Published on

აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის ინიციატივით ცენტრალურ ბულვარში ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნის პატივსაცემად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პლაკატებით წრე შეკრეს, რომელსაც ეწერა „რუსეთი მკვლელია“, მკვლელი დაისაჯოს.მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ამავე სკოლის პედაგოგია, პედაგოგების განმარტებით ოჯახს მატერიალურად უჭირს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოთხოზორიას ხსოვნას.აქციას შეუერთდნენ გიგა ოთხოზორიას ოჯახის ახლობლები და  ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმდან ანი წითლიძე. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დანაშაულის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებაზე. 19 მაისს ხურჩაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული  საოკუპაციო რეჟიმის სამხედროებიდან ერთერთმა ფიზიკური შეურაცხყოფისა და სროლის შედეგად 30 წლის გიგა ოთხოზორია ადგილზე მოკლა.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...