მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზი მღვდელმსახურის ოთხგზის შეცვლილი გვარი

აფხაზი მღვდელმსახურის ოთხგზის შეცვლილი გვარი

Published on

წარსულში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური და დღეს არაკანონიკური აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის  დროებითი მმართველი , რომელიც ,,დაბადებითგან''  ბესარიონ ფილიაა, გარკვეული დროის სემდეგ  შემდეგ ბესარიონ ფლია ( პლია) გახდა, თუმცა ამას არ დასჯერდა და  ბოლო დრომდე ატარა  კიდევ უფრო ტრანსფორმირებული გვარი   – ბესარიონ აფლია (აფხაზური ტრანსკრიპციით-  ვისსარიონ აპლია). უკნასკნელ დღეებში მისი გვარი  კიდევ ერთხელ შეიცვალა- იგი ვისსარიონ აპლიაა გახდა, გაორმაგებული  ,,ასო ბგერა – ანი" , აფხაზურ ონომასტიკონში ჩახედულნი დაგვეთანხმებიან, არცთუ უმნიშვნელო ცვლილებაა.   

ასე უპასუხა მან აფხაზეთის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ასოციაციის თავმჯდომარის ანატოლი  ფლიას მოწოდებას ,,პასპორტების გაცემის პროცედურის პარალელურად  სავალდებულო წესით გასწორდეს აფხაზური გვარების ტრანსკრიპცია, რასაკვირველია, არა ყველა შემთხვევაში, არამედ იქ, სადაც ეს საჭიროა''.

 ახლოვდება ოკუპირებული  აფხაზეთის მოქალაქეთათვის ახალი ნიმუშის აფხაზური ეროვნული პასპორტების გადაცემის დრო.  ეს კარგი შანსია იმისათვის, რომ მოალაქეებმა დაიბრუნონ აფხაზური  გვარები, რომლებიც  საბჭოთა წლებში ქართულ ყაიდაზე გადაუკეთეს – აცხადებს  აფხაზ მეცნიერთა ნაწილი, რომელნიც დიდი ხანია მუშაობენ ასეთი გვარების ნუსხაზე და მზადა აქვთ დაახლოებით 500 გვარის თავდაპირველი ტრანსკრიპცია. ეს ჩამონათვალი უკვე წარუდგინეს ფართო საზოგადოებას, ყველა მონაცემი გადაცემულია საპასპორტო მაგიდებისთვის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიძიოს თავის გვარის ტრანსკრიპციის მეცნიერულად დასაბუთებული ვერსია.

ახლა ჯერი თავად ამ გვარების მატარებლებზეა. მათ თავად უნდა მოახდინონ არჩევანი – დაუბრუნონ თავიანთ გვარებს პირველადი ჟღერადობა თუ დატოვონ ყველაფერი ისე, როგორც არის. თუმცა ეს უკანასკნელნი, როგორც ჩანს, არ ჩქარობენ ,,ისტორიული სამართლიანობის აღდგენას"- ნათქვმოა ანატოლი ფლიას ( გუშინდელი ფილიას) მოწოდებაში.

,,ხანგრძლივი დროის მანძილზე აფხაზური გვარების ქართული ხმოვანება ჩვენს მარადიულ ოპონენტებს აძლევს ფორმალურ საბაბს ამტკიცონ უტყუარობა ქართული ცრუთეორიისა აფხაზების ქართველებთან გენეტიკური კავშირისა და საერთო  ეთნიკური წარმომავლობის შესახებ  – წერს იგი – ადრე, როცა ჩვენ თბილისის სრული და მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებოდით , რა თქმა უნდა სხვა სიტუაცია იყო და ამიტომ ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა იძულებული იყო ეცხოვრა ჩვენდამი არამეგობრულად განწყობილი ხალხის დიქტატის ქვეშ. ხოლო ისინი,  ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ამას, სამწუხაროდ,  მეოცე საუკუნის  30 – იანი წლების  პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა სიის სათავეში მოექცნენ.მადლობა ღმერთს დრო შეიცვალა, გაჩნდა წარსულის შეცდომების გამოსწორების რეალური შესაძლებლობა, თუმცა გასაკვირია, რომ ჩვენ ინერციით ვაგრძელებთ არაკეთილმოსურნეთა მიერ ჩვენი ცხოვრების ფალსიფიკაციის ნაცადი  ბილიკებით   ხეტებას –  აცხადებს ანატოლი ფლია.მისი თქმით, არსებობს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პარლამენტის დადგენილება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სამართლებრივი გზით აღმოიფხვრას  ეს ისტორიული უსამართლობა და აღდთეს  ძირძველი აფხაზური გვარების მართლწერა და ხმიანობა.

ფლია გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ამ საკითხში ჭეშმარიტების აღდგენისათვის  ბარიერები მოხსნილია, თუმცა ყველაფერი რატომღაც ძველებურად რჩება.

თუ ძველი გვარები არ დავიბრუნეთ, როგორ ავუხსნათ ქართველებს, ან სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, რომ მათ არანაირი ქართველური წარმოშობა არა აქვთ და მხოლოდ გვარების გადაკეთებით ასიმილაციის მსხვერპლნი არიან? – აცხადებენ სიის შემდგენელები.

 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...