მთავარისიახლეებიპოლიტიკასაიას განცხადება სოფელ კორცხელის 53 - ე უბნის ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების სესახებ

საიას განცხადება სოფელ კორცხელის 53 – ე უბნის ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების სესახებ

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე,დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი). დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის. 
”დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკამრისი რაოდენობით. მსგავსი ფაქტები უაყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს, საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას. საია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს: მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტის დროული გამოძიება და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება; მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო სამართალდარღვევისა ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კენჭისყრის პროცედურების მშვიდ ვითარებაში წარმართვა”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრას აკვირდება როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის ყურადღება კენჭისყრის პროცესებზე დაკვირვების გარდა, მიმართულია საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერი პირების მიმართ, რომლებიც შეკრებილები არიან საუბნო საარჩევნო კომისიებთან.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...