მთავარისიახლეებიექსკლუზივიფოტო დაბლოკილი გვერდიდან - რაშიდ კანჯი ოღლი ძმებთან ქემალთან და იმედასთან...

ფოტო დაბლოკილი გვერდიდან – რაშიდ კანჯი ოღლი ძმებთან ქემალთან და იმედასთან ერთად

Published on

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის 20 მაისით დათარიღებულ განცხადებაში ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მკვლელის ვინაობა დადგენილია. შესაძლოა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მან თავი შეიკავა სხვა დამატებითი ინფორმაციის გახმაურებისგან, მაგრამ, თუ სულ ეს არის, რაც დღეს გამოძიებას ხელთა აქვს, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლელის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დასახელდა  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მათ შორის ,,ოდიში ნიუსზეც''  თვითმხილველთა ნაამბობზე დაყრდნობით. – ადგილზე მყოფმა ადამიანებმა გიგა ოთხოზორიაზე თავმდამსხმელთა შორის მყისვე ამოიცნეს ვინმე რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის  მხარეს მოქმედ საკონტროლოგამშვებ პუნქტზე მსახურობს. სწორედ მან ესროლა გიგა ოთხოზორიას და, როგორც ირკვევა, საკონტროლო გასროლაც მან განახორციელა

,,ოდიში ნიუსმა'' მომხდარიდან მოკლე ხანში მოიძია ინფორმაცია ამ გვარსახელის მატარებელ პირებზე სოციალურ ქსელში ,,ოდნოკლასნიკი'', სადაც  ამ სახელით დარეგისტრირებული მხოლოდ ერთი პიროვნება აღმოჩნდა. ემთხვეოდა მკვლელის დაბადების ადგილიცტყვარჩელი და სავარაუდო ასაკიც,  რაშიდ კანჯი ოღლის ფოტოები განთავსებული იყო მისი ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლებისა და ნათესავების  გვერდებზეც.  თუ თავად რაშიდ კანჯი ოღლიმ დაუყოვნებლივ დაბლოკა თავისი გვერდი და მასზე განთავსებული მთელი ინფორმაცია, გარდა პროფილის სურათისა, მიუწვდომელი გახდა, მისი ძმის ქემალ კანჯი ოღლის გვერდზე მისი ფოტოები უფრო დიდხანს შემორჩა და ,,ოდიში ნიუსმა'' მოასწრო მათი გადმოკოპირება სარედაქციო პორტფელისათვის. 

 ,,ოდიში ნიუსმა'' თავი შეიკავა სავარაუდო მკვლელისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოების   დაუყოვნებლივ განთავსებისაგან  –   უდანაშაულობის პრეზუმფციას რომ თავი ვანებოთ, აღშფოთებული ხალხის კიდევ უფრო გაღიზიანებისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით ( მით უფრო, რომ, რაკი  ინფორმაციის დაუყოვნებელი გადამოწმებისა და დაზუსტების არც დრო იყო და  არც საშუალება,    გამორიცხული არ იყო დამთხვევასთან გვქონოდა საქმე.). 

ვინაიდან წუხელ რაშიდ კანჯი ოღლის პროფილის სურათი მაინც გავრცელდა ფეისბუქზე და ქართულ მედიაში, ,,ოდიში ნიუსი'' აქვეყნებს მკვლელის კიდევ ერთ ფოტოს მის ხელთ არსებული ფოტომასალებიდან, რომელზედაც იგი (მარჯვნიდან პირველი) თავის ძმებთან ქემალ და იმედა კანჯი ოღლებთან ერთად არის აღბეჭდილი. )

აქვე აღვნიშნავთ, რომ გვიან ღამით რაშიდ კანჯი ოღლის ყველა ფოტო (მათ შორის ისიც, რომელსაც აქ ვაქვეყნებთ),  ერთბაშად გაქრა მისი ძმის, რძლისა და სხვა  ნათესავების გვერდებიდანაც, ისევე, როგორც ამ დროისათვის თავად რაშიდ კანჯი ოღლის პროფილის სურათი და სახელი და გვარიც კი გაქრა მისი გვერდიდან. დღეს ამ გვერდის მომხმარებლად ვინმე ანრი დუხინია დარეგისტრირებული. სურათების მიუხედვით, მკვლელის ძმა ქემალ კანჯი ოღლიც   სასაზღვრო ჯარებში მსახურობს ან მსახურობდა, ფოტოების უმრავლესობა სამხედრო ფორმაში აქვს გადაღებული.ერთერთ სურათზე იგი ზის ოთახში, რომლის კედელზე ქართული ასოები არის წარწერილი ინიციალები ,,. .''. შესაძლოა ეს ფოტო ქართველის სახლშია გადაღებული, ძნელია ივარაუდო სხვა გარემოება, რომელიც აფხაზის სამყოფელში დღეს ქართული  წარწერის არსებობას   ახსნიდა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ახსნის კანჯი ოღლის ნათესავების  მიერ თბილისში სამების ფონზე გადაღებული სურათებიც, აფხაზეთში ერთი ოჯახის წევრთა მიერ საკუთარი თავის სხვადასხვა ეროვნებისადმი მიკუთვნება დიდი ხანია გაკვირვების საგანი აღარ არის, მაგრამ გამორიცხულია ეს ფოტო არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ კანჯი ოღლებთან  სტუმრობისას იყოს გადაღებული –  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე აფხაზური  არმიის ფორმაში  არხეინად ისეირნებდა თბილისში

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...