მთავარისიახლეებიკულტურამუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დადიანების სასახლეში

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დადიანების სასახლეში

Published on

დღეს დადიანების სასახლეთა ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  კვირეულის ფარგლებში ახალი ექსპოზიცია იხსნება .

იგი მნახველებს საშუალებას მისცემს გაეცნონ უნგრელი მხატვრის, ვეფხისტყაოსნის ილუსტრატორთა შორის ერთერთ საუკეთესოდ აღიარებული   მიხაი ზიჩის ილუსტრაციებს ,,ვეფხისტყაოსნისათვის'' და მუზეუმის ფონდებში დაცულ მეგობრულ შარჟებს, რომელიც მხატვარმა ,,ვეფხისტყაოსნის'' ფრანგულ გამოცემაზე იონა მეუნარგიასთან ერთობლივი მუშაობისას   შექმნა .  ეს  შარჟები არის დასტური და საუკეთესო გამოხატულება დიდი სიახლოვისა უნგრელი მხატვრისა და ვეფხისტყაოსნის მთარგმნელს შორის, 

თექვსმეტი შარჟიდან თორმეტი პოემის ცალკეულ ეპიზოდებზეა შექმნილი („ნახეს უცხო მოყმე ვინმე…“, „ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია“, „ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასადაგეს“ და სხვ.), ოთხი კი „ვეფხისტყაოსანზე“ ი. მეუნარგიას მუშაობას ასახავს. მათზე გამოსახულია „ი. მეუნარგიას მიერ თარგმანის დაწყება ენერგიულად და მისი დამთავრებისას კი სკამიან-მაგიდიანად წაქცევა და მთარგმნელის ქვეშ მოყოლა… ი. მეუნარგია, რომელსაც ხურჯინით მიაქვს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი პეტერბურგის აკადემიაში დასაბეჭდად და ა.შ.“ – წერს მკვლევარი გურამ შარაძე.  –  ამ შარჟებზე ქართულად შემონახული წარწერები უნდა ეკუთვნოდეს თვითონ ი. მეუნარგიას, რომელსაც ისინი უნდა გაეკეთებინა მას შემდეგ, რაც მ. ზიჩიმ მას პირადად გააცნო და გადასცა ეს შარჟებიპეტერბურგში ყოფნის დროს, 1886 წელს“ .

საინტერესოა ი. მეუნარგიასთან დაკავშირებული შარჟები. ერთ-ერთი მათგანი ასეა დასათაურებული: „იონა აკადემიის კარებზე თავის თარგმანით იღლიის ქვეშ“. სურათზე გამოხატულ იონა მეუნარგიას იღლიის ქვეშ ამოდებულ თარგმანს ზიჩის ხელით აწერია: “Rustaveli” , ხოლო შენობის კარებს: “ACADEMIE”.  ყდის შიგნით კი ფანქრით ჩახატულია უკვე მეორე შარჟი ი. მეუნარგიაზე: „აპოფეოზა. იონა შეჰყავთ აკადემიაში“.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სწორედ ამ შარჟების გვერდით, იმავე რვეულში, შემორჩენილია ი. მეუნარგიასეული ფრანგული თარგმანის ორი ფრაგმენტი: მე-40 სტროფი („ავთანდილ იყო სპასპეტი…“) მთლიანად და 84-ე სტროფის („ნახეს უცხო მოყმე ვინმე…“) დასაწყისი. ''

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...