მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხურჩაში მომხდარმა მკვლელობამ აქტუალური გახადა კითხვა, რატომ ვეღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს...

ხურჩაში მომხდარმა მკვლელობამ აქტუალური გახადა კითხვა, რატომ ვეღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს ქართული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები

Published on

ხურჩაში მომხდარმა მკვლელობამ აქტუალური გახადა კითხვა, რომელიც კონფლიქტის ზონასთან პირობით საზღვართან მცხოვრებ  მოსახლეობას დასაზღვარზე მიმომსვლელებს არაერთგზის დაუსვამთ სხვადასხვა შეხვედრებზე და მათ შორის  ,,ოდიში ნიუსთან'' საუბრებშიც – რატომ იყო აუცილებელი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის საგუშაგოს გადატანა  უშუალო საზღვრიდან გარკვეული მანძილის სიშორეზე, როცა ენგურის გაღმა აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერუტორიაზე საკონტროლო – გამშვები პუნქტისთვის დისლოკაციის ადგილის შეცვლა არავის უფიქრია.

გალის მკვიდრი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს( მან არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა ფართო მკითხველისათვის, რადგან ხშირად უხდება გადასვლა საზღვარზე და თავს არიდებს მისი იდენტიფიკაციის შემთხვევაში შესაძლო გართულებებს) ამბობს, რომ უზარმაზარ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან, როცა ზურგიდან დაუცველნი პირდაპირ მიემართებიან კბილებამდე შეიარაღებულ აფხაზი და რუსი .ე.წ. მესაზღვრეების საგუშაგომდე და ითმენენ ცინიზმს, რომელსაც მათ მიმართ სწორედ ამ დაუცველობის გამო იჩენენ. 

ხურჩის მკვიდრთა ყველა მცდელობა და თხოვნა სახელმწიფომ ცოტათი მეტად მაინც იზრუნოს მათ დაცულობაზე შესაძლო თავდასხმებისაგან, 19 მაისის ინციდენტის მსგავსი გამოხდომებისაგან, უპასუხოდ  არის დარჩენილი.  

"სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ფაქტობრივად ვეღარ კონტროლებენ საოკუპაციო ზოლს," – ამ განცხადებას დღეს უკვე  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგის დამფუძნებელი  ირაკლი ქადაგიძე აკეთებს . იგი რუსთავი 2 -თან საუბარში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.

„საოკუპაციო ზონიდან მოხსნეს პოლიციის დანაყოფები, შემდეგომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების განახევრება დაიწყო, რაც შეიარაღების შემცირებით გაგრძელდა. საბოლოო ჯამში მათ გახადეს ჯავშან-ჟილეტებიც და დღეს უკვე მივიღეთ ის, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საერთოდ აღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ოკუპანტებმა მცოცავი ოკუპაცია, ქართველების მასიური გატაცებები და ბოლოს უკვე ვიხილეთ მკვლელობაც,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიძემ.

ხურჩას ინციდენტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა. პარტია პრეზიდენტისგან  უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს , საბჭოს სხდომას მათი მოთხოვნით უნდა დაესწრონ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და იმ სტრატეგიის შემუშავება მოხდეს, რა ნაბიჯებსაც გადადგამს უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მძიმე დანაშაულია და აუცილებელია, მასთან დაკავშირებით კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი.

„პოლიტიკა, რომელსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს დეოკუპაციის მიმართულებით და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, იქ მცხოვრები მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით არის კრახი. ასეთ ვითარებაში, როდესაც ამგვარი დაძაბულობაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, უნდა მოიწვიოს ეს საბჭო და იქ უნდა იყოს საგანგებო მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს შალვა ნათელაშვილი. რუსთავი 2 – თან ინტერვიუში ლეიბორისტების ლიდერი პასუხისმგებლობას შემთხვევაზე რეაგირების კუთხით გაეროში საქართველოს ელჩს, სუსის უფროსსა და მინისტრთა კაბინეტს აკისრებს.

„კატეგორიულად მოვითხოვთ რუსული მხარისგან, გადმოსცეს დამნაშავე დასასჯელად საქართველოს მართლმსაჯულებას. მოვითხოვთ მთავარი პროკურორისგან, აღძრას საქმე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყველა სეპარატისტ თანამდებობის პირის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით და გამოაცხადოს მათზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლით. დაუყონებლივ გადადგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გომელაური, რომელიც არის არა ქვეყნის უშიშროება, არამედ ივანიშვილის პირადი დაცვა. სასწრაფოდ იყოს გამოწვეული გაეროში საქართველოს ელჩი, კახა იმნაძე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ერთი საპროტესტო გამოსვლაც კი არ ჰქონია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...